მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 17:13

12. და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან ნათესავსა შორის თქუენსა, სახლისწულმან და ვერცხლით ფრდილმან ყოვლისაგან ძისა უცხოჲსა, რომელ არს თესლისაგან შენისა, წინა-დაცვეთით წინა-დაიცვითოს სახლისწულმან სახლისა შენისამან ღა ვერცხლით ფრდილმან.13. და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა ზედა თქუენსა აღთქუმაჲ საუკუნოჲ.14. და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.
დაბადებისა თავი 17
13. და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა ზედა თქუენსა აღთქუმაჲ საუკუნოჲ.
საუბარი 39. „ოდეს იყო აბრაამ ოთხმეოცდაცხრამეტი წლისა" (დაბ 17:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. წინადაცვეთა — აღთქმის ნიშანი (17:10-14):

მაგრამ სურდა რა აბრაამის შთამომავლობა თავისთვის შეეთვისებინა და თავის ხალხად გაეხადა, ღმერთს არ სურდა, დროთა განმავლობაში, როცა ისინი გამრავლდებოდნენ, იმ ხალხებში აღრეულიყვნენ, რომელთა მიწის მემკვიდრენიც უნდა გამხდარიყვნენ; შემდეგ რადგან მისი წინასწარმეტყველების თანახმად მათ ეგვიპტეში მონობაც უნდა ეტვირთათ, იქაც რომ ეგვიპტელებში არ აღრეულიყვნენ, ღმერთი ნიშნის სახით მართალს წინადაცვეთას უბრძანებს და ამბობს: „ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე, წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა" (დაბ 17:10–11). შემდეგ ასწავლის რა მათ და ჩვენ ყველას, თუ რისთვის მისცა ასეთი მცნება — სწორედ იმისთვის, რომ ეს ღვთის რჩეული ხალხის ნიშანი ყოფილიყო, — ამბობს: „და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა" (). შემდეგ დროსაც განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შესრულებულიყო წინადაცვეთა: „და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის