მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 17:2

1. ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთხმეოცდაათცხრამეტთაჲ. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალოჲ.2. და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად.3. და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თჳსსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან:
დაბადებისა თავი 17
2. და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის რწმენა და ისაკის აღთქმის აღსრულება (17:19-21):

...ოს ახალგაზრდად ქცევითა და თავისი სიტყვებით თითქოს მკვდრის გაცოცხლებით, გაუმრავლა ქველმოქმედება და უთხრა: რაც აღგითქვი, იმას აღვასრულებ; და იმავდროულად ისმაელის შესახებ შენი თხოვნაც შევისმინე. მოვისმინე შენი ლოცვა, „ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად" (). რადგან ის შენი თესლია, ამბობს ღმერთი, ისე „განვამრავლო იგი", რომ თორმეტი ერი წარმოიშვება მისგან. „ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა" (). ახლა კი შეხედე, საყვარელო, როგორ ერთ წამში მიიღებს მართალი ჯილდოს მთელი წინა დროისთვის; და აღსრულდება სიტყვა, ქრისტეს მიერ მოწაფეთა ნათქვამი: „და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ... სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს" (). მართლაც, წარმოიდგინე, როგორ ეს მართალი, უფლის ბრძანებას მზადყოფნით რომ დაემორჩილა, საკუთარი სამშობლო დატოვა, უცხოეთი სამშობლოზე მეტად შეიყვარა, როგორ გამოავლინა დიდი მოთმინება და თანდათანობით სათნოების არაჩვეულებრივ სიმაღლეს მიაღწია, და...

სრულად ნახვა