მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 17:23

22. დაასრულა მეტყუელმან მისსა მიმართ და ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან.23. და მოიყუანა აბრაჰამ ისმაილ, ძე თჳსი, და ყოველნი სახლისწულნი და ყოველნი ვეცხლით ფრდილნი თჳსნი და ყოველი წული მამათა სახლსა შინა აბრაჰამისსა და წინა-დასცჳთა დაუცვეთელებაჲ მათი ჟამსა მის დღისასა, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან.24. ხოლო აბრაჰამ იყო ოთხმეოცდაათცხრამეტისა წლისა, რაჟამს დაიცჳთა ჴორცი დაუცვეთელობისა თჳსისა.
დაბადებისა თავი 17
23. და მოიყუანა აბრაჰამ ისმაილ, ძე თჳსი, და ყოველნი სახლისწულნი და ყოველნი ვეცხლით ფრდილნი თჳსნი და ყოველი წული მამათა სახლსა შინა აბრაჰამისსა და წინა-დასცჳთა დაუცვეთელებაჲ მათი ჟამსა მის დღისასა, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან.
საუბარი 40. „და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს" (დაბ 17:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. სარას სახელის შეცვლა და ძის აღთქმა (17:15-17)

დღეს გთავაზობთ გუშინდელი ტაბლის ნარჩენებს და დავასრულებთ სიტყვას, სახელდობრ, კურთხევისა და აღთქმისა შესახებ, რომელიც ყოვლისა ღმერთმა პატრიარქს უბოძა. მაგრამ ტაბლის ნარჩენებს რომ გესმით, ნურაფერ ხორციელს იფიქრებთ: სულიერი ტაბლის ნარჩენები საჭმლის ნარჩენებს არ ჰგავს. ხორციელი ნარჩენები, სიახლეს რომ კარგავს, მჭამელთათვის ყოველგვარ სიამოვნებას კარგავს, ხოლო თუ კიდევ ერთი ან ორი დღით დატოვებ, სრულიად უვარგისი ხდება. სულიერი ნარჩენები კი, თუნდაც არა ერთი ან ორი დღით, არამედ ყველაზე ხანგრძლივი დროით შენახული, ყოველთვის ერთნაირ სარგებელს მოაქვს და სიამოვნებას არ კარგავს, რადგან ღვთიური და სულიერია და დროისგან არანაირ ზიანს არ განიცდის, პირიქით, ყოველდღიურად ახალ სიტკბოებას ანიჭებს და მათ მსურველთათვის დიდ და სრულ სიხარულს იძლევა. თუ ამგვარია ამ ნარჩენების თვისება, თქვენც, რასაკვირველია, მოისურვებთ მათ გემოს გასინჯვას, ჩვენც, მათი სარგებლიანობის დარწმუნებულნი, საყვარელნო, შემოგთავაზებთ. მაგრამ, რათა დღევანდელი საუბარი უფრო ნათელი იყოს, უნდა გავიხსენოთ გუშინდელი ნათქვამი სიტყვის დასასრული და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის