მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 18:17

16. ხოლო აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა და აბრაჰამ თანა-ვიდოდა მათ თანა, წარმგზავნელი მათი.17. ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე.18. ხოლო აბრაჰამ ქმნილ იყოს ნათესავად დიდად და მრავლად და იკურთხეოდიან მის-და-მი ყოველნი წარმართნი ქუეყანისანი.
დაბადებისა თავი 18
17. ხოლო უფალმან თქუა: არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე.
საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაამის მიბაძვა და ღვთის განზრახვის გამოცხადება (18:16-19):

მაშ, მამამთავარს სახით სათნოების ასეთი მაგალითი რომ გვაქვს, მივბაძოთ მას. მოვიხსენიოთ ბოლოს, თუმცა გვიანაა, ჩვენი ღირსება და, მამამთავარს მივბაძავთ რა, ვიფიქროთ საკუთარ ცხონებაზე, ყოველგვარი გულმოდგინება გამოვიჩინოთ, რათა არამხოლოდ სხეული გვქონდეს ჯანმრთელი, არამედ სულიც განვკურნოთ მრავალგვარი სნეულებისგან. სულის სნეულებების განკურნება ხომ უფრო ადვილია, ვიდრე სხეულის დაავადებებისა, ოღონდ თავშეკავებულნი და ფხიზლად მყოფნი ვიყოთ. ასე, თუ რაიმე ვნება გვაღელვებს, მაგრამ ჩვენ ღვთისმოსავი გონებით სამსჯავროს საშინელ დღეს წარმოვიდგენთ და მხედველობაში ვიქონიებთ არა ახლანდელ სიამოვნებებს, არამედ მათ მომდევნო ტანჯვას, ვნება მაშინვე გაეცლება ჩვენს სულს და მიატოვებს მას. ნუ ვიქნებით უზრუნველნი, არამედ ვიცით რა, რომ ღვაწლი და ბრძოლა გველის, რომ ბრძოლად მზად უნდა ვიყოთ, მუდმივად შევინარჩუნოთ სულის სიმტკიცე და ფხიზლობა, რათა, ზეგარდმო შეწევნით, მტაცებელი მხეცის თავი შევამუსრათ, ანუ ვგულისხმობ ჩვენი ცხონების მტერს. თავად უფალმა აღგვითქვა ეს, როცა ბრძანა: „აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა"...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის