...ყმიდო ორმეოცთათჳს"** (). შემდეგ, თითქოს ეშინია ღვთის გამოუთქმელი სულგრძელობის კვლავ გამოცდისა და შიშობს, რომ უკვე საზღვრებს გადამცდარი არ აღმოჩნდეს და შუამდგომლობაში დასაშვებ ზღვარს არ გასცდეს, ამბობს: „ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი" ()? რადგან ხედავდა, რომ ღმერთი მოწყალებისკენ იხრება, უკვე თანდათანობით კი არ ამცირებდა, არამედ ხუთის ნაცვლად ათი ჩამოაკლო მართალთა რიცხვს, და ასე აგრძელებს შუამდგომლობას და ამბობს: „იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო, უკუეთუ ვპოვო მუნ ოცდაათნი" (იქვე). შეხედე, რა დაჟინებულობაა მართალში! ის ისე გულმოდგინედ ზრუნავს სოდომელთა ხალხის გადარჩენაზე მოსალოდნელი სასჯელისგან, თითქოს თავად უნდა დაექვემდებაროს იმავე მსჯავრს. „და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა. უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს" (). ყოველ სიტყვასა და გონებას აღემატება უფლის ასეთი სახიერება! ნუთუ ჩვენთაგანი ვინმე, უთვალავ ბოროტებათა შორის მცხოვრებთაგანი, თანასწორი ადამიანების განსჯისას ასეთ შეწყნარებასა და კაცთმოყვარეობას გამოიჩენდა?
დაბადებისა 18:30
29. და შესძინა მერმე სიტყუად მისსა მიმართ და თქუა: უკუეთუ იყვნენ ორმეოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ორმეოცთათჳს.30. და თქუა: ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცდაათთათჳს.31. და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა და თქუა: უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს.
დაბადებისა თავი 18