...ის შემდეგაც კი არ მიდიოდა. ასეთია ცხელი და ფხიზელი სულის თვისება: არა მხოლოდ არანაირი დაბრკოლება ვერ აკავებს მას სათნოების გამოვლენისგან, არამედ, პირიქით, რაც მეტია დაბრკოლებანი, მით უფრო აღიძვრის და მით უფრო დიდ მოშურნეობის ცეცხლს ანთებს თავის თავში. „და იხილნა რაჲ ლოთ, — ნათქვამია, — აღდგა მიგებებად მათდა" (). დაე, ეს ისმინონ ადამიანებმა, რომლებიც თავიანთგან აგდებენ უცხოებს, რომლებიც თხოვნითა და ძლიერი ვედრებით მიმართავენ მათ, და აშკარა უკაცურობას ავლენენ. შეხედე ამ მართალს, როგორ არ ელოდებოდა, რომ მისკენ მოსულიყვნენ, არამედ, მამამთავარი აბრაამის მსგავსად, არ იცოდა, ვინ იყვნენ ეს გამვლელები, მხოლოდ ვარაუდობდა, რომ რომელიღაც მგზავრები იყვნენ, — მხოლოდ დაინახა ისინი, წამოხტა და ისე გაიხარა, თითქოს ნადავლს ეძებდა და იპოვა, რასაც ეძებდა. „იხილნა, — ნათქვამია, — აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა". მადლობდა ღმერთს, რომ ღირსი გახადა ამ მგზავრების მიღებისა. და აი მისი სულის სათნოება: მან ღვთის დიდ ქველმოქმედებად მიიჩნია ის, რომ ამ კაცებს შეხვდა, და მათი მიღებით საკუთარი გულის სურვილი აისრულა. ნუ მეტყვი, რომ ესენი ანგელოზები იყვნენ; არამედ იფიქრე იმაზე, რომ მართალმა ჯერ არ იცოდა ეს, მათ როგორც უცნობ, გამვლელ ად...
დაბადებისა 19:1
1. ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა.2. და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ.
დაბადებისა თავი 19