მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:12

11. ხოლო კაცთა მყოფთა კარსა ზედა სახლისასა, დასცეს ვერ მხედველობაჲ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე და დაიჴსნნეს ძიებითა კარისათა.12. და თქუეს კაცთა მათ ლოთის მიმართ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა, განიყვანენ იგინი ადგილით ამით.13. რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა.
დაბადებისა თავი 19
12. და თქუეს კაცთა მათ ლოთის მიმართ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა, განიყვანენ იგინი ადგილით ამით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სოდომელთა დასჯა სიბრმავით და ლოტის გაფრთხილება (19:9–13):

...ლურნი, ვეღარც კი ხედავდნენ კარს, რომელიც მათ თვალწინ იდგა. მაშინ თავისუფლად ამოისუნთქა მართალმა, დაინახა რა, ვინ იყვნენ მასთან მოსულნი და რა დიდი იყო მათი ძალმოსილება. „და თქუეს მისა მიმართ, — ნათქვამია, — კაცთა მათ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა" ()? აი, როგორ აჯილდოვებენ მართალს სტუმართმოყვარეობისთვის, და როგორ სურთ მისი ყველა ახლობლის ხსნა მისდანიჭებოდეს. თუ, ამბობენ, ვინმე გყავს ამ ქალაქში, თუ ვინმეზე ზრუნავ, თუ ვინმეს იცნობ ამ ხალხის ურჯულოებისგან თავისუფალს, „განიყვანენ იგინი ადგილით ამით" და ამ მიწიდან, გამოიყვანე ყველა შენი ნათესავი, „რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას" (). შემდეგ მიზეზსაც უჩვენებენ, ყველაფერს ზედმიწევნით განუმარტავენ რა მართალს: „რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". ეს იგივეა, რასაც ღმერთი ეუბნებოდა მამამთავარი აბრაამს: „ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ" (). აქაც ნათქვამია: „ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა".

6. სოდომის დაქცევა და ლოტის ცოლის სასჯელი (19:14–...

სრულად ნახვა