...სა მას უფლისასა"**. რადგან, ამბობს, უფალმა ლოტი ხსნის ღირსად მიიჩნია, ანგელოზებიც, მათი სულის გამაგრების სურვილით, ხელს უჭერენ და, გარეთ გამოჰყავთ რა, „ჰრქუეს:... ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა" (). რადგან, ამბობენ, ჩვენ ამ ურჯულოთაგან გაგათავისუფლეთ, უკან აღარ მოიხედო და ნუ მოინდომებ იმის ნახვას, რაც მათ დაატყდებათ, არამედ იჩქარე და შორს წადი, რომ მათზე დამტეხილ სასჯელს გადაურჩე. მართალი, შიშობდა რა, რომ ანგელოზთა მიერ განსაზღვრულ ადგილამდე ვეღარ მიაღწევდა და მთაზე ასვლას ვერ შეძლებდა, ამბობს: „გევედრები, უფალო, ვინათგან პოვა წყალობაჲ მონამან შენმან წინაშე შენსა და განადიდე სიმართლე შენი, რომელსა ჰყოფ ჩემ ზედა განრინებად სულისა ჩემისა. ხოლო მე ვერ ძალ-მიც მიწევნად მთად, ნუუკუე მეწიოს მე ბოროტი ესე და მოვკუდე. აჰა ესერა, ქალაქი ესე ახლოს არს მივლტოლად ჩემდა მუნ... არს მცირე, და მუნ განვერე... და ცხოვნდეს სული ჩემი შენ ძლით" (დაბ 19:18–20). თქვენ გადაწყვიტეთ, ამბობს, ხსნის ბოძება ჩემთვის; მაგრამ მთის მწვერვალზე ასვლა ძალა არ მყოფნის. ამიტომაც უფრო მეტი მოწყალება მიჩვენეთ და გაგვიმსუბუქეთ შრომა: რომ ქალაქზე დამტეხილმა...
დაბადებისა 19:17
16. და აღშფოთნეს და უპყრეს ანგელოზთა ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა.17. და იყო, რაჟამს გამოიყუანეს იგინი გარე და ჰრქუეს: ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა.18. და თქუა ლოთ მათდა მიმართ: გევედრები, უფალო.
დაბადებისა თავი 19