...იცხოვრო იქ. „და თქუა მან: აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ" (). მივიღე, ამბობს ანგელოზი, შენი ვედრება და აღვასრულებ მას; მოგცემ თხოვნილს და შენთვის ვიხსნი იმ ქალაქს. „ისწრაფე შენ" და დასახლდი იქ და გადარჩი (). ვერაფერს გავაკეთებ, სანამ შენ იქ არ მიხვალ: „რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ". ვზრუნავ, ამბობს, შენს ხსნაზე და შენს ჩასვლას დაველოდები, და მხოლოდ მაშინ დავტეხავ სოდომელებზე სასჯელს. „და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად" (). მზის ამოსვლის ახლოს მოასწრო ქალაქში მისვლა, და მისი შესვლისთანავე ურჯულოებმა სასჯელი დაიტეხეს თავზე: „და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე ქუეყანისა" (დაბ 19:24–25). ნუ მოგეჩვენება, საყვარელო, უცნაურად სიტყვათა ასეთი შეხამება; ასეთია წერილის თავისებურება, და ხშირად ასე განურჩევლად ხმარობს სიტყვებს, — რასაც ამჟამინდელ შემთხვევაშიც ვხედავთ. ნათქვამია...
დაბადებისა 19:22
21. და თქუა მან: აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ.22. ისწრაფე შენ მიწევნად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას სეგორ.23. და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად.
დაბადებისა თავი 19