მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:29

28. და მიჰხედა პირსა ზედა სოდომისასა და გომორისასა და პირსა ყოვლისა ქუეყანისა სანახებისასა და იხილა: და აჰა ესერა, აღვიდოდა ალი ცეცხლისა ქუეყანით, ვითარცა არმური საჴმილისა.29. და იყო, დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოთ.30. აღვიდა ლოთ სეგორით და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა.
დაბადებისა თავი 19
29. და იყო, დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაამის შუამდგომლობა და სოდომის დაქცევა (19:27–29):

...ი არიან. საღვთო წერილი, რათა გვეჩვენებინა, რომ სულიწმიდის მადლმა მაშინვე აცნობა მას ის, რისი ცოდნაც სურდა, და მართალი გაათავისუფლა საზრუნავისგან, რომელიც ლოტის გამო ჰქონდა, ამბობს: „და იყო, დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის" (). რას ნიშნავს „მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ"? იგულისხმება ის შუამდგომლობა, რომელიც სიტყვებით გამოთქვა: „ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა" (). მაგრამ როგორ, იკითხავს ვინმე, მართალი ლოტი მამამთავრის შუამდგომლობით გადარჩა და არა საკუთარი სიმართლით? დიახ, მამამთავრის შუამდგომლობითაც. როცა ჩვენ თავად ვიმსახურებთ, მაშინ მართალთა შუამდგომლობაც დიდ სარგებელს მოგვიტანს. პირიქით, თუ თავად ვდაუდევრობთ და ცხონების მთელ იმედს მხოლოდ მართლებზე ვამყარებთ, ამისგან ჩვენთვის უკეთესი არ იქნება — არა იმიტომ, რომ მართლები უძლურნი არიან, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარი დაუდევრობით ვღუპავთ თავს.

2. შუამდგომლობა და პირადი მოვალეობა

და, რათა იცოდე, რომ როცა თავად ვუდარდელობთ, თუნდაც მართლები ან წინასწარმეტყველები იყვნენ ჩვენი შუამდგომლები, ამისგან ჩვენთვის არანაირი სარგებელი არ არის (მათი...

სრულად ნახვა