მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 19:34

33. ასუეს მამასა მათსა ღჳნოჲ მას ღამესა და შევიდა უხუცესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომა მისი.34. და ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.35. ასუეს მას ღამესა ღჳნოჲ მამასა მათსა და შევიდა უმრწემესი იგი ასული და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ
დაბადებისა თავი 19
34. და ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ლოტისა და მისი ქალიშვილების გამართლება (19:34–38):

...ედ ზედმეტმა სულიერმა მწუხარებამ, ღვინის ხმარებით, სრულ უგრძნობლობამდე მიიყვანა, მოისმინე, რა ამბობს შემდეგ წერილი: „ხოლო ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი" (). ხედავ, რა სწორი აზრით აკეთებდნენ ამას? „ასუეს მას ღამესა ღჳნოჲ მამასა მათსა და შევიდა უმრწემესი იგი ასული და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ" (). შეხედე, საყვარელო, როგორ მთელი ეს ამბავი საღვთო განგების საქმე იყო, პირველქმნილი ადამიანის ამბის მსგავსი. როგორც მაშინ, მისი ძილის დროს, ღმერთმა ნეკნის ნაწილი აიღო მისთვის სრულიად უგრძნობლად და ამ ნეკნიდან შექმნილი ცოლი ადამს მიუყვანა, — ზუსტად ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. და თუ ნეკნის აღება უგრძნობლად მოხდა ადამისთვის, რადგან ღმერთმა მას განკვირვება მოავლინა, მით უმეტეს ეს შეიძლებოდა ამ შემთხვევაში. და რასაც საღვთო წერილი იქ ასწავლის სიტყვებით: „დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა" (), იმავეს ნიშნავს აქაც სიტყვები: **„და არა აგრძნა დაწოლა მისი დ...

სრულად ნახვა