მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 2:16

15. და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.16. და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.17. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.
დაბადებისა თავი 2
16. და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.
საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის მცნება ადამისადმი (2:16-17):

ამრიგად, შექმნილ ადამიანს ამდენი კეთილი უყო: ჯერ არარსებობიდან არსებობაში გამოიყვანა და ინება, მისი სხეული მიწის მტვრისგან შეემზადებინა, შემდეგ შთაბერვით საუკეთესოც — უსხეულო სული — უბოძა, მერე სამოთხის შექმნა ბრძანა და იქ დაასახლა; ამის შემდეგ უფალი ღმერთი, მოსიყვარულე მამის მსგავსად, რომელიც თავის ახალგაზრდა შვილს, სრული მოსვენებითა და კმაყოფილებით მოცულს, რაღაც მსუბუქ და ზომიერ საზრუნავს მოუგონებს, რათა არ გაფუჭდეს, — ადამს სამოთხის შეწევნა და დაცვა უბრძანა, რათა ამ ორი საქმით, ასეთი დიდი კმაყოფილების, უსაფრთხოებისა და მოსვენების ფონზე, რაღაც ზღუდე ჰქონოდა, რომელიც მისი ზედმეტ სწრაფვას შეაკავებდა. ასეთია კეთილნი, რომლებიც პირველქმნილს უკვე მიცემულნი იყო, ხოლო შემდგომში დამატებულნი სხვანი კვლავ დიდ და საკვირველ სიყვარულსა და მოწყალებას წარმოაჩენენ, რომელიც (ღმერთმა) თავისი სახიერებით გამოუცხადა მას. რას ამბობს წერილი? „და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს" ().

აი, კვლავ აქაც (წერილი) თავისი ჩვეულებისამებრ მოიქცა, რათა ხშირი განმეორებით ზუსტი ცოდნა შეგვეძინა და არ დავეთანხმოთ მათთვის,...

სრულად ნახვა
საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ლოთობის ზიანი და მარხვის კურთხევანი (2:16-17):

ვხედავ, რომ ბევრს ჩვენი სიტყვები უცნაურად ეჩვენება; მაგრამ გთხოვთ, ნუ მოვემონებით უგუნურად ჩვეულებას, არამედ ჩვენი ცხოვრება გონიერებით მოვაწყოთ. მართლაც, რა სარგებელს მოგვცემს, თუ მთელ დღეს ღორმუცლობასა და ლოთობაში გავატარებთ? რას ვამბობ: სარგებელიო? პირიქით, ამისგან დიდი ზიანი და გამოუსწორებელი ბოროტება წარმოიშობა. როგორც კი გონება ღვინის უზომო სმისგან დაბნელდება, მაშინვე, თავიდანვე და პირველივე ნაბიჯზე, მარხვის სარგებელი წყდება. რა არის უფრო უსიამოვნო, მითხარი, რა არის უფრო საძაგელი იმ ადამიანებზე, რომლებიც შუაღამემდე სვამენ და გამთენიისას, მზის ამოსვლისას, ისეთ სუნს აფრქვევენ, თითქოს ახალი ღვინით სავსე ტიკები იყვნენ? ისინი შემხვედრთათვის უსიამოვნონი არიან, მონათა თვალში – საზიზღარნი, და ყველასთვის, ვინც წესიერებას ოდნავ მაინც იცნობს, – სასაცილონი, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი უზომოებითა და უდროო და წარმწყმედელი გაუმაძღრობით ღვთის რისხვას იწვევენ. „მომთრვალეთა..., – ნათქვამია, – სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ" (). რა შეიძლება იყოს უფრო საწყალობელი იმ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის