რომ ის დიდი სიბრძნით იყო დაჯილდოვებული, ახლა მომხდარით შეგიძლია დარწმუნდე. „და მოიყვანნა იგინი, — ნათქვამია, — ადამისა ხილვად... რაჲძი უწოდოს მათ". ამას ღმერთი იმისთვის აკეთებს, რათა ადამის დიდი სიბრძნე გვიჩვენოს. და კვლავ: „რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი". თუმცა ეს არა მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მისი სიბრძნე ვნახოთ, არამედ იმისთვისაც, რომ სახელთა დარქმევაში ბატონობის ნიშანი ჩანდეს. ადამიანებსაც აქვთ ჩვეულება, თავიანთი ხელმწიფების ნიშნად მონებს, რომელთაც იყიდიან, სახელებს უცვლიან. ისე ღმერთიც ადამს, როგორც მეპატრონეს, ყველა უტყვ ცხოველს სახელს აძლევინებს. ამ სიტყვებს, საყვარელო, უყურადღებოდ ნუ გამოტოვებ, არამედ იფიქრე, რა სიბრძნე იყო საჭირო, რომ სახელი დაერქმია ფრინველთა, ქვეწარმავალთა, მხეცთა, პირუტყვთა და სხვა უტყვთა ამდენ სახეობას — შინაურებს, ველურებს, წყალში მცხოვრებთ, მიწისგან წარმოშობილთ — ყველა მათგანს სახელი დაერქმია, და თანაც საკუთარი, თითოეული სახეობისთვის შესაფერისი. „ყოველთა, — ნათქვამია, — ... რომელიცა უწოდა ადამ..., იგი არს სახელი მათი". ხედავ ხელმწიფების სისრულეს? ხედავ ბატონობის ძალას? იფიქრე,...
დაბადებისა 2:20
19. და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ.20. და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი.21. დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.
დაბადებისა თავი 2