მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 2:3

2. და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.3. და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.4. ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.
დაბადებისა თავი 2
3. და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.
საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. მეშვიდე დღე და ღვთის განსვენება (2:1-3):

„და იყო მწუხრი და იქმნა განთიად დღე მეექუსე", — ამბობს (მოსე). მეექვსე დღის დასრულებასთან ერთად ყოველი ქმნილების შექმნაც დაასრულა; ამიტომაც დაუმატა: „და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი" (). შეხედე, როგორ ერიდება საღვთო წერილი ზედმეტსა და გადაჭარბებულს. მთავარ სტიქიებს რომ ახსენა, დანარჩენზე ცალკე აღარ ამბობს; რომ თქვა: „და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა", ამბობს: „და ყოველი სამკაული მათი", და ამით ყოველივე აღნიშნა, რაც მიწაზე და ცაზე არის. მიწის სამკაული არის ის, რაც მისგან წარმოიშვა — ბალახთა აღმოცენება, ნაყოფთა გამოღება, ხეთა ნაყოფიერება და ყოველივე სხვა, რითაც შემოქმედმა იგი შეამკო. ისევე, ცის სამკაული არის: მზე, მთვარე, მრავალფეროვანი ვარსკვლავები და მათ შორის არსებული ყოველი ქმნილება. ამიტომ საღვთო წერილმა, ცა და მიწა რომ ახსენა, ამ სტიქიებით მთელი ქმნილება მოიცვა. „და განასრულა, — ამბობს, — ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა" (). შეხედე, როგორ ერთხელ და მეორეხელ იმეორებს ერთსა და იმავეს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის