მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 20:13

12. და რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ.13. და იყო, ოდეს გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ვარქუ მას: ესე სიმართლე ჰყო ჩემდა მომართ ყოველსავე ადგილსა, ვიდრეცა შევიდეთ მუნ, თქუ ჩემთჳს, ვითარმედ ძმაჲ ჩემი არს.14. და მოიღო აბიმელიქ ათასი სასწორი ფასი და ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები და მისცა აბრაჰამს და მოსცა სარრა, ცოლი მისი.
დაბადებისა თავი 20
13. და იყო, ოდეს გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ვარქუ მას: ესე სიმართლე ჰყო ჩემდა მომართ ყოველსავე ადგილსა, ვიდრეცა შევიდეთ მუნ, თქუ ჩემთჳს, ვითარმედ ძმაჲ ჩემი არს.
საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის გამართლება მეფის წინაშე (20:9-14):

შეხედე, როგორ ხდება თავად მეფე მართლის სათნოების მქადაგებელი და ყველას აუწყებს მის შესახებ. მოიხმო რა, ამბობს წერილი, ყველა მონა თავისი, მოუყვა მათ ყოველივე, რაც ღმერთმა გაუხსნა, რომ ყველას შეეტყო ღვთის კეთილგანწყობა მის მიმართ და ის მზრუნველობა, რომლის ღირსიც იყო უფლისგან სათნოებიანი ცხოვრებისთვის. „და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად". ხედავ, მართალი არ ტყუილად და არ უსარგებლოდ ახორციელებდა თავის გადასახლებებს? რომ წინანდელ ადგილზე დარჩენილიყო, საიდან შეიტყობდა გერარის ყველა მცხოვრები, რა კეთილგანწყობით სარგებლობდა ეს მართალი ღვთისგან? „და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად". დიდმა შიშმა შეიპყრო ისინი; მომხდარმა ყველა განაცვიფრა. შემდეგ „მოუწოდა, — ამბობს წერილი, — აბიმელიქ აბრაჰამს" (). წარმოიდგინე, რა პატივით მოიყვანეს ახლა მეფესთან მართალი, ის, რომელიც ცოტა ხნის წინ მათთვის ყურადღების უღირსი იყო, როგორც მოხეტიალე და მწირი. მაშინვე, როგორც კი ყველანი შეიკრიბნენ, მოწვეულ იქნა მამამთავარი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ თავად მეფისგან შეიტყო, რაც...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის