მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 20:16

15. და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: აჰა ესერა, ქუეყანა ესე წინაშე შენსა არს, სადაცა გთნავს, დაეშენე.16. ხოლო სარრას ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა. ესე გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა და ყოველთავე დედათა შენთანათა და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი.17. და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი მისი და მჴევლები მისი და შობდეს.
დაბადებისა თავი 20
16. ხოლო სარრას ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა. ესე გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა და ყოველთავე დედათა შენთანათა და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ისაკის შობა და აღთქმის აღსრულება (20:15-21:8):

...დაბ 20:15). როცა მეფე დარწმუნდა, რომ სიცოცხლე მართლის გულისთვის და მისი ლოცვებით ებოძა, უცხოელს, მწირსა და მანამდე სრულიად უცნობ ადამიანს ისე ემსახურება, როგორც თავის ქველმოქმედსა და მფარველს. „ხოლო სარრას, — ამბობს წერილი, — ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა" (). შეხედე, მართლისგან შეგონება მიუღია და მისი სიტყვები დაუჯერებია, თავადაც ძმას უწოდებს მას. რაც, ამბობს, შენს ძმას მივეცი, „გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა... და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი".

რას ნიშნავს: „პატივ პირისა შენისა... და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი"? იმისთვის, რომ მე უმეცრებით ვცადე შენ, მართლის ცოლი, ჩემს სახლში შემეყვანა, მხოლოდ იმისთვის, რომ შენი შეურაცხყოფის მიზეზი გავხდი, ათასი სასწორი მივეცი, რომ ანაზღაურება მეცა იმისთვის, რაც შენ მიმართ გავაკეთე. მაგრამ „ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი". რას ნიშნავს: „ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი"? ისმინონ, ამბობს, შენგან, რომ ჩემი მხრიდან დანაშაული არ ჩადენილა, რომ ჩემი სახლიდან შეუხებელი გამოხვედი. დაარწმუნე, ამბობს, შენი ქმარი, რომ ცოდვაში უდანაშაულო ვარ; მან შენგან იცოდეს, რომ შენ არაფერი გიყავი. რატომ ამბობს ამას? იმისთვის, რომ მართალმა, მისგან შეიტყო რა და დარწმუნდა რა ამაში,...

სრულად ნახვა