...მელიქისა ძილსა შინა ღამე"**. ღმერთს, ამბობს წერილი, სურდა მეფე დანაშაულისგან დაეცვა და ძილის დროს მის სულს ცოდნა აუწყა, დაფარული გაუხსნა და ამასთან სიკვდილის მუქარით დიდი შიში მოჰგვარა. „აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე, — ამბობს, — დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა. ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას" (). ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ ღვთის აღთქმა, მამამთავრისთვის მიცემული, აღსრულებულიყო. რადგან ცოტა ხნის წინ ჰქონდა აღთქმული, რომ მისგან ძე ისაკი დაიბადებოდა და ეს დრო უკვე ახლოვდებოდა, — იმისთვის, რომ ღვთის აღთქმა არანაირ შებილწვას არ დაქვემდებარებოდა, ღმერთი ისეთ შიშს მოჰგვრის აბიმელიქს, რომ მან, შეძრწუნებულმა, ვერ გაბედა სარრას შეხება. სწორედ ამიტომ დაუმატა საღვთო წერილმა, რომ „აბიმელიქ არა შეეხო მას". მაგრამ მეფე ჯერ კიდევ იმართლებს თავის თავს და ამბობს: „უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?" (). ნუთუ ეს იმის ცოდნით გავაკეთე, რომ იგი ცოლია? ნუთუ მინდოდა უცხოელის შეურაცხყოფა? ნუთუ მისი ცოლი წავიყვანე? მისი და ვინდოდი წავეყვანა, ვფიქრობდი, ამით მასაც და მასაც პატივს მივაგებდი. მაშ, „ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?" ნუთუ, ამბობს, დამღუპავ მე, ვინც ე...
დაბადებისა 20:3
2. და თქუა აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს მიავლინა აბიმელიქ მეფემან გერართამან და მიიყუანა სარრაჲ.3. მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.4. ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?
დაბადებისა თავი 20