...აღთქმა არანაირ შებილწვას არ დაქვემდებარებოდა, ღმერთი ისეთ შიშს მოჰგვრის აბიმელიქს, რომ მან, შეძრწუნებულმა, ვერ გაბედა სარრას შეხება. სწორედ ამიტომ დაუმატა საღვთო წერილმა, რომ „აბიმელიქ არა შეეხო მას". მაგრამ მეფე ჯერ კიდევ იმართლებს თავის თავს და ამბობს: „უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?" (). ნუთუ ეს იმის ცოდნით გავაკეთე, რომ იგი ცოლია? ნუთუ მინდოდა უცხოელის შეურაცხყოფა? ნუთუ მისი ცოლი წავიყვანე? მისი და ვინდოდი წავეყვანა, ვფიქრობდი, ამით მასაც და მასაც პატივს მივაგებდი. მაშ, „ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?" ნუთუ, ამბობს, დამღუპავ მე, ვინც ეს სიმართლის სინდისით გავაკეთე? შემდეგ, თავისი სიტყვების ახსნისას, კიდევ ამბობს: „არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს?" (). შეხედე, რა ერთსულოვნება და თანხმობა ჰქონდათ: თავად, ამბობს აბიმელიქი, მითხრა ეს და მანაც დაადასტურა მისი სიტყვები. „გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე", ამბობს, — ურჯულო რამის ჩადენის განზრახვის გარეშე; ნებადართული, შესაძლებელი საქმე გავაკეთე, რაშიც არაფერი სამხილავია. რა პასუხი გასცა კაცთმოყვარე უფალმა? **„და ჰრქუა მას ღმერთმან ძილსა...
დაბადებისა 20:4
3. მოვიდა ღმერთი აბიმელიქისა ძილსა შინა ღამე და ჰრქუა მას: აჰა ეგერა, შენ მოჰკუდე დედაკაცისა მაგის ძლით, რამეთუ ეგე შეყოფილ არს ქმარსა.4. ხოლო აბიმელიქ არა შეეხო მას და ჰრქუა: უფალო, ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?5. არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს? გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე.
დაბადებისა თავი 20