მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 20:9

8. აღიმსთო აბიმელიქ განთიად და მოუწოდა ყოველთა მონათა თჳსთა და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა ყურთა მიმართ მათთა. და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად.9. და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ.10. და ჰრქუა აბიმელიქ აბრაჰამს: რაჲსა გულსა მოგიჴდა და ჰყავ ესე?.
დაბადებისა თავი 20
9. და მოუწოდა აბიმელიქ აბრაჰამს და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის გამართლება მეფის წინაშე (20:9-14):

...და თავის გადასახლებებს? რომ წინანდელ ადგილზე დარჩენილიყო, საიდან შეიტყობდა გერარის ყველა მცხოვრები, რა კეთილგანწყობით სარგებლობდა ეს მართალი ღვთისგან? „და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად". დიდმა შიშმა შეიპყრო ისინი; მომხდარმა ყველა განაცვიფრა. შემდეგ „მოუწოდა, — ამბობს წერილი, — აბიმელიქ აბრაჰამს" (). წარმოიდგინე, რა პატივით მოიყვანეს ახლა მეფესთან მართალი, ის, რომელიც ცოტა ხნის წინ მათთვის ყურადღების უღირსი იყო, როგორც მოხეტიალე და მწირი. მაშინვე, როგორც კი ყველანი შეიკრიბნენ, მოწვეულ იქნა მამამთავარი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ თავად მეფისგან შეიტყო, რაც ღმერთმა მისი გულისთვის მეფეს მოუმოქმედა. „და ჰრქუა მას: რაჲ ესე მიყავ ჩუენ, შე-მე-რა-გცოდეთა შენ, რამეთუ მოაწიე ჩემ ზედა და სამეფოსა ჩემსა ზედა ცოდვა დიდი, საქმე, რომელ არა ვინ ქმნის, მაქმნიე ჩუენ. რაჲსა გულსა მოგიჴდა და ჰყავ ესე?" (). რატომ, ამბობს მეფე, გინდოდა ასეთ ცოდვაში ჩამაგდებდი? რატომ და რა განზრახვით გააკეთე ეს? შეხედე, მეფე საკუთარი სიტყვებით გამოხატავს ღვთისგან გაგონილ მუქარას. როგორც ღმერთმა უთხრა: „უკუეთუ არა მისცე, მოჰკუდები შენ და ყოველი სახლი შენი", ასევე, იმავეს გადმოცემით, აბ...

სრულად ნახვა