დღესაც, საყვარელნო, გავაგრძელოთ გუშინდელი საუბარი და კვლავ სულიერი ტრაპეზი შემოგთავაზოთ, რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ, — როგორც გუშინაც გესმოდათ, — სახიერი ღვთის გამოუთქმელი განგება და მოწყალება და, მეორე მხრივ, აბრაამის დიდი მორჩილება და სულიერი განწყობა. თქვენ იხილეთ, თუ როგორ გაახარა ისაკის შობამ სარრა. „და თქუა სარრა, — ამბობს წერილი, — საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა" (). ყველა, ვინც კი ამას გაიგებს, ჩემს სიხარულში მონაწილეობას მიიღებს, ამბობს. დიდია ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული ნიჭი; იგი ადამიანურ უძლურებას აღემატება. ვინ არ გაოცდება, ამბობს, როცა დაინახავს, რომ მე, უკიდურეს მოხუცებულობაში მყოფი და ამ დრომდე უნაყოფო, ძუძუთი ვკვებავ ჩვილს? და თითქოს თავადაც განცვიფრებისა და გაოცებისგან სარრა დასძენს: „ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა?" რადგან ეს მოვლენა ბუნებაზე მაღლა იდგა, სარრა ამბობს: „ვინ უთხრას?" ანუ: ვის შეეძლო ეფიქრა ეს? ვის შეეძლო ეს წარმოედგინა? რომელი გონება შეძლებს ამის წვდომას? რომელი მსჯელობა...
დაბადებისა 21:12
...რედა რა ვირწმუნე? რომ ეს არის სიცოცხლე. ამრიგად, თუნდაც აქ იმის საწინააღმდეგოს ხედავდე, რაც ირწმუნე, ნუ შეძრწუნდები, რადგან აბრაამმაც საწინააღმდეგო დაინახა, მაგრამ არაფერი ევნო: ისმენდა, რომ „რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად" (), და მაინც ისაკის დაკვლა ებრძანა, მაგრამ არც შეძრწუნდა და არც შეშფოთდა.
ნურავინ დაბრკოლდება ბოროტ ადამიანთა გამო; ეს წერილმა დასაბამიდანვე თქვა. მაშ რა ვთქვათ, როცა კეთილნიც იხარებენ და ბოროტნიც ისჯებიან? ერთი რამ შეიძლება მოხდეს, მეორე კი — არა; რადგან ბოროტთა დასჯა შესაძლებელია, კეთილთა კი მუდამ სიხარული შეუძლებელია. პავლეს ტოლი არავინ იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთელ დროს ჭირში ატარებდა — ცრემლებში, კვნესაში, ღამითა და დღით. რადგან ამბობს: „სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა" (); და კვლავ: „რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ" (...
...რატომ მიიყვანა სარრა ასეთ სიბერემდე? იმიტომ, რომ მისი სიცოცხლის დროსაც ღმერთს უფრო უსმენდა, ვიდრე მას. ამიტომაც ეუბნებოდა მას ღმერთი: „...ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ..." ().
მაშინ არც ქმრის სიყვარულის გამო, არც ცოლის გამო და არც შვილის მფარველობის გამო ვინმე ღმერთს განარისხებდა. ახლა კი, რადგან ქვევით მივექანებით, მეტისმეტად დაცემულნი ვართ, მამაკაცებს ცოლები ღმერთზე მეტად გვიყვარს და ქალები ქმრებს ღმერთზე მეტად ვაყენებთ წინ, ამიტომ იგი ჩვენს უნებლიეთაც გვიზიდავს თავისადმი ლტოლვაში. ნუ გეყვარება ქმარი ღმერთზე მეტად და არასოდეს იგრძნობ ქვრივობას; უფრო სწორად, თუნდაც ეს მოხდეს, მის სიმწარეს ვერ იგრძნობ. რატომ? იმიტომ, რომ მფარველად გყავს უკვდავი, რომელსაც უფრო მეტად უყვარხარ. თუ ღმერთი უფრო მეტად გიყვარს, ნუ გლოვობ; რადგან უფრო მეტად საყვარელი უკვდავია და ნაკლებად საყვარელის...
...მოეჩვენა. მაშინ ღმერთმა, რომელსაც მართლის ნუგეშისცემა სურდა, უთხრა: შეისმინე სარრას, ცოლისა შენისა, და ისე მოიქეცი, როგორც იგი გეუბნება, „ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა... რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად", ისმაელსაც კი „ნათესავად დიდად ვყო, რამეთუ თესლი შენი არს" (). ღვთის მთელი აღთქმა და ხარება იმაში მდგომარეობდა, რომ ისაკის შთამომავლობა დიდ ხალხად გამრავლდებოდა. ამ იმედებით გამოზრდილი, მართალი თავისი ასპარეზის დასასრულს უახლოვდებოდა, თითქოს უკვე მიეღო საზღაური ესოდენ დიდი და განუწყვეტელი მწუხარებისა და განსაცდელებისთვის, თითქოს ბოლოს უკვე მშვიდობას მიეღწია; თვალწინ ხედავდა მემკვიდრეს, რომელსაც უნდა მემკვიდრეობა მიეღო. ამგვარად, ვამბობ, მშვიდობით ცხოვრობდა მართალი, უდიდესი ნუგეშის ნაყოფს იგემებდა. მაგრამ ფარული ზრახვების მცოდნემ, რომელსაც სურდა ჩვენთვის მართლის მთელი სათნოება და ის დიდი სიყვარული ეჩვენებინა, რომელიც ღვთისადმი ჰქონდა, — ესოდენ დიდი აღთქმების შემდეგ, განსაკუთრებით უახლესი, ცოტა ხნის წინ მიცემული აღთქმის შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ ახალ ხსოვნაში იყო, — როცა ისაკი უკვე სრულ ასაკში შევიდა და სიჭაბუკის ყვავილობაში იმყოფებოდა, და მამის სიყვარული მისადმი, შესამჩნევად, სულ უფრო ძლი...