...კუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა"** (). მაგრამ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთმა, რომლის მზრუნველობა ჩვენ მიმართ ყოველგვარ მამისა და დედის სიყვარულს აღემატება, „შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მის ადგილით, სადა-იგი იყო" (), შეიწყალა ყრმა და აგარის ტანჯვის მიმართ შებრალებით აღივსო. მან მხოლოდ საკუთარი მარტოობის შეგრძნება მისცა და მაშინვე თავისი შეწევნა უბოძა. „და უწოდა, — ამბობს წერილი, — ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს" (). „აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე" (). ოი, რა კაცთმოყვარეა უფალი! მან არ უგულებელყო იგი, თუმცა მხევალი იყო; არამედ მამამთავრისადმი, რომლის თესლისგანაც იყო ისმაელი, მიცემული აღთქმის თანახმად, ღირსსაც ხდის აგარს თავისი ასეთი დიდი მზრუნველობისა, და ეუბნება: **„რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა. აღდეგ...
დაბადებისა 21:17
16. და წარვიდა ღა დაჯდა წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა.17. შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მის ადგილით, სადა-იგი იყო, და უწოდა ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს.18. აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე.
დაბადებისა თავი 21