მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 21:3

2. და მიუდგა და უშვა აბრაჰამს ძე სიბერისა ოდენ ჟამსა, ვითარცა ეტყოდა მას ღმერთი.3. და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ.4. და წინა-დასცჳთა აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.
დაბადებისა თავი 21
3. და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ.
საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. აბრაამის მწირობა და სათნოება განსაცდელში

მიხარია, როცა ვხედავ, რომ თქვენ მოსასმენად იკრიბებით და დიდი სიამოვნებით იღებთ ჩვენს შეგონებას. ამიტომაც მეც ყოველდღე მეტი მოშურნეობით ვცდილობ ჩემი ღარიბი და უბრალო ტრაპეზი შემოგთავაზოთ. თქვენი გულმოდგინე მოშურნეობა ტრაპეზის სიღარიბეს ფარავს და მცირედს დიდის სახეს ანიჭებს. მსგავსი რამ შეიძლება ხორციელ საჭმელშიც დაინახო. ვინც უკვე გაძღომილ სტუმრებს იღებს, თუნდაც უხვი სანოვაგე შესთავაზოს, სტუმრების სიძღომე მოწვევის ფასს ამცირებს, ისე, რომ დიდიც ხშირად უღირსად ჩანს, რადგან სტუმრები უსიამოვნოდ უახლოვდებიან საჭმელს. პირიქით, ვინც მშიერებს იღებს, ძლიერი სურვილის მქონეთ, თუნდაც ღარიბი ტრაპეზი შესთავაზოს, იგი დიდად ეჩვენებათ, რადგან მოწვეულნი დიდი სიამოვნებით გემოვნობენ შეთავაზებულს. ზუსტად ასევე ჩვენც, თქვენი სულიერი შიმშილის მცოდნენი, არ ვყოყმანობთ მუდმივად, საყვარელნო, შემოგთავაზოთ ჩვენი ტრაპეზი, თუმცა მარტივი და ღარიბია. ასევე ბრძენმა თქვა: „შჯობს სტუმრობაჲ მხლითა სიყუარულითა და მადლობითა, ვიდრე ზუარაკთა ბაგათაგან დაკლულთა მტერობით" (),...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის