...შეგვეცნო, რომლის წყალობითაც „შეუძლებელი ადამიანთათვის შესაძლებელია ღვთისთვის", საღვთო წერილი კვლავ მიგვითითებს ამ მოვლენის დროსაც, და შობაზე თხრობისის შემდეგ შენიშნავს: „ხოლო აბრაჰამ იყო ას წლისა, რაჟამს ესუა მას ისაკ, ძე თჳსი. და თქუა სარრა: საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა" (). რას ნიშნავს ეს სიტყვები: „საცინელ მიქმნა მე ღმერთმან"? ნიშნავს: ძის შობა ჩემთვის სიხარულის საგანია. თუმცა, რა იქნებოდა საკვირველი, მხოლოდ ჩემთვის რომ ყოფილიყო? ყველა, ვინც კი ამას გაიგებს, ჩემთან ერთად გაიხარებს, არა იმიტომ, რომ ვშობე, არამედ იმიტომ, რომ ასეთი საოცარი წესით ვშობე. მოვლენის საკვირველობა ყველას განაცვიფრებს და ყველას მით უფრო დიდ ნუგეშს მიანიჭებს, როცა შეიტყობენ, რომ მე, ჩემი მდგომარეობით მკვდართაგან არაფრით გამორჩეული, უეცრად დედა გავხდი, დაბერებული საშოდან შვილი ვშობე და კიდევ შემიძლია მისი ძუძუთი კვება და რძის მოცემა, მე, რომელმაც შვილოსნობის არანაირი იმედი აღარ მქონდა. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა?" (). იმისთვისაც მიენიჭა მას რძის წყაროები, რომ შობის ნამდვილობა დაეტკიცებინა, რომ ვინმეს ბავშვი ყალბი არ ეგონა; რძის ნაკადები ყ...
დაბადებისა 21:5
4. და წინა-დასცჳთა აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან.5. ხოლო აბრაჰამ იყო ას წლისა, რაჟამს ესუა მას ისაკ, ძე თჳსი.6. და თქუა სარრა: საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა.
დაბადებისა თავი 21