მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 23:18

17. და დაამტკიცა აგარაკი იგი ეფრონისი. რომელი იყო ქუაბსა მა~ მრჩობლსა, რომელ არს პირისპირ წინაშე მამბრესსა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელი იყო მას შინა და ყოველი ხე, რომელი იყო აგარაკსა შინა, რომელ არს საზღვართა მისთა გარემო.18. ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.19. და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თჳსი სარრა, ქუაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა.
დაბადებისა თავი 23
18. ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.
საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19)

თქვენ გუშინ იხილეთ, საყვარელნო, მამამთავრის მამაცობა. იხილეთ ალმასზე მტკიცე სული. იხილეთ, როგორ, რამდენადაც მისგან იყო დამოკიდებული, ღვთისადმი სიყვარულით საკუთარი ძის მსხვერპლის შემწირველი გახდა, განზრახვით თავისი ხელი სისხლით შეღება და მსხვერპლი შეწირა, მაგრამ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, ძე ცოცხალი და ჯანმრთელი უკან მიიღო, ხოლო თავისი მზადყოფნისთვის განდიდებული და ბრწყინვალე გვირგვინით შემკული იქნა. ეს იყო მისი უმაღლესი ღვაწლი, რომელიც მან აღასრულა; აქ სრულად გამოჩნდა მისი ღვთისმოყვარე სული. ახლა ვნახოთ ამ მართლის მამობრივი სიყვარულის ძალა — როგორ ზრუნავს თავის ძეზე. იმ უჩვეულო და საკვირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როცა იგი მთიდან დაბრუნდა, სარრას გამო მწუხარება დაატყდა თავს. ქეტის ძეთაგან ერთი საფლავის მფლობელობა გამოითხოვა და ადგილი იყიდა; იქ დაასაფლავა გარდაცვლილი მეუღლე და, ამგვარად, სარრას გარდაცვალებით მამამთავარმა თავის შენაძენთა პირველი დასაწყისი ჩაუყარა. საღვთო წერილი, ყველაფერში ამ მართლის სათნოებას ცხადყოფს რა, აგრეთვე იმას, რომ მთელი ცხოვრება მწირად და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის