მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 24:5

4. არამედ ქუეყანით ჩუენით, ვინა-იგი ვიყავ მე, მუნ წარხჳდე ნათესავთა ჩემთა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა ისაკს მიერ.5. ჰრქუა მას მონამან მან უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ?6. ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ.
დაბადებისა თავი 24
5. ჰრქუა მას მონამან მან უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ?
საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მონის ლოცვა და რებეკას გამოცდა (24:5–14):

ამგვარად, მამამთავარმა მონას ზუსტი მითითება მისცა და ფიცით შეჰკრა. ახლა ვნახოთ ამ მონის კეთილგონიერება, როგორ იღვწოდა თავისი ბატონის ღვთისმოყვარეობის კვალად. როცა ნახა, რომ მართალი ასეთი ძალით ავალებს, მონა ეუბნება მამამთავარს: „უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ?" (). თუ, ამბობს, რაიმე დაბრკოლება შემხვდება ამ საქმეში, რომ შენი ბრძანება არ დავარღვიო, გეკითხები, ასეთ შემთხვევაში რა უნდა დავიცვა; და გსურს თუ არა, რომ ისაკმა თავად წავიდეს იქ და, ცოლი შეირთოს რა, კვლავ დაბრუნდეს იქიდან, თუ ცოლი არ დამთანხმდება ჩემთან წამოსვლას, როგორც შენ მიმბრძანე? რას პასუხობს მართალი? არ თანხმდება ამაზე და ეუბნება: „ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ" (). არც იქნება საჭირო, ამბობს, რადგან ის, ვინც აღთქმა მომცა და ისაკის თესლის ასეთ სიმრავლეზე გამრავლების პირობა დადო, ამ საქმეშიც წარმატებას მოგანიჭებს. მაშ, „ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ. უფალმან ღმერთმან ცისამან...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის