მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 25:28

27. აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად, მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა.28. უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.29. შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი.
დაბადებისა თავი 25
28. უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 50. „და მუცლად-იღო რებეკა" (დაბ 25:21–22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. რებეკას ღვთისმოსაობა და ესავის პირმშოობის გაყიდვა (25:21-33):

...თო წერილი შემდგომში აღსასრულებელ მოვლენებს, როცა თავიდანვე გიჩვენებთ თითოეული ძმის საქმიანობას: ერთი ნადირობით იყო დაკავებული, ხოლო მეორე მიწის მუშაკი იყო, კაცი უმანკო, მუდმივად სახლში მცხოვრები. ამიტომ რებეკას იაკობი უყვარდა, ხოლო ისააკს — ესავი: „რამეთუ ნადირი მისი, — ამბობს წერილი, — იყო საზრდელად მისა" (). შეხედე, როგორ იყოფდნენ თავად მშობლები შვილებს. დედა რომ ხედავდა იაკობში გულუბრყვილო ბავშვს, მუდმივად სახლში მყოფს, მისკენ მეტ მიდრეკილებას იჩენდა. ხოლო მამას ესავი უფრო უყვარდა, იმის გამოც, რომ პირმშო იყო, და მისი ნადირობის ნამონადირევის გამოც. თუმცა ისინი ასე იქცეოდნენ ბუნებრივი სიყვარულის მიხედვით. მაგრამ წინასწარმეტყველება, რომ „უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა" (), თანდათან აღსრულებას მიეახლებოდა. აჰა, შეხედე ახლა. „შეგბოლა, — ამბობს წერილი, — იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი. და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ. და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი" (დაბ 25:29–31). ამაზე ესავმა უპასუხა: რა სარგებელი მაქვს პირმშოებისგან, როცა სიკვდილი მემუქრება, თუ საზრდელს არ მივიღებ?...

სრულად ნახვა