...ი მამის დროს, და ახლაც, მალე რომ არ გაგვეგო, იმავეს განვიცდიდით, „და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ". მაშინ უმეცრებით შევცოდეთ; და ახლაც შენ კინაღამ უმეცრების ცოდვაში ჩაგვაგდე. „და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს" (). შენიშნე ღვთის განგება, შენიშნე გამოუთქმელი მზრუნველობა! ის, ვინც ისაკს უთხრა: არ წახვიდე ეგვიპტეში, ამ ქვეყანაში დასახლდი და მე შენთან ვიქნებიო, — ისვე ამ ყოველივეს აწყობდა და მართალს ასეთ უსაფრთხოებაში აყენებდა. შეხედე, როგორ ზრუნავს მეფე, რომ ისაკი უსაფრთხოდ ცხოვრობდეს და ყოველი შეწუხებისგან თავისუფალი ყოფილიყო. მეფე, როგორც ნათქვამია, სიკვდილით ემუქრებოდა ყველას, ვინც მას ან მის ცოლს შეეხებოდა. სწორედ ეს შიში — ვგულისხმობ, სიკვდილის შიში — აშფოთებდა მართლის სულს; ამიტომ კაცთმოყვარე უფალმა ეს შიშიც მოაცილა, რათა სრულ უსაფრთხოებაში ეცხოვროს. და აი, რა არის საკვირველი და საოცარი: რაოდენ მზრუნველი და ბრძენი ღმერთი, რომელიც ყოველივეს თავისი ნებით აწყობს, გამოუვალ ადგილას გზას ხსნის, — როგორ ამტკიცებს თავის მორჩილთა უსაფრთხოებას იმ გარემოებების მეშვეობითვე, რომლებიც მოჩვენებითად მტრულნი და საწინააღმდეგონი არიან. რატომ, მითხარი,...
დაბადებისა 26:11
10. ჰრქუა მას აბიმელექ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა- იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ. და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა11. და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს.12. სთესა ისაკ მას წელსა და იყო ას ასეული ქრთილისაჲ. აკურთხა იგი უფალმან.
დაბადებისა თავი 26