...ა: „ეშურებოდეს მას", — ნათქვამია, — „ფილისტიმელნი იგი" (). შემდეგ საღვთო წერილი, რომელსაც სურს აჩვენოს, რაში გამოამჟღავნეს თავიანთი შური, დასძენს: „და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა" (). აჰა, რა ბოროტება იყო მათი: წყალშიც შეშურდათ მართლისა; თვით მეფეც, რომელსაც თავად ყოველივეს სიუხვე ჰქონდა, ვერ შეიკავა თავი შურისგან და უთხრა: „განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად". რა დიდი ავგულობა! რისთვის დევნი მართალს? განა რამე ავნო შენ? განა რამეთი შეგაწუხა? მაგრამ ასეთია შური: არაფერს აკეთებს განსჯით. თუ მეფე ხედავდა, რომ მართალი ღმრთისგან ასეთი წყალობით სარგებლობდა, მეტი პატივი უნდა მიეგო მისთვის, მეტი მზრუნველობა გამოეჩინა, რათა მართლის პატივისცემით თავადაც ზეციური კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ხოლო ის არა თუ ამას არ აკეთებს, არამედ განდევნასაც ცდილობს და ეუბნება: „განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად" (). ასეთია სიძულვილი: სხვის ბედნიერებას ვერ აიტანს; მოყვასის კეთილდღეობას საკუთარ უბედურებად მიიჩნევს და ქრება მოყვასის სიკეთის ხილვით. ას...
დაბადებისა 26:15
14. და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და მროწლე ზროხათაჲ და ქუეყანისა საქმე ფრიად. ეშურებოდეს მას ფილისტიმელნი იგი.15. და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა.16. ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად.
დაბადებისა თავი 26