მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 26:17

16. ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად.17. და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშენა მუნ.18. და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა აბრაჰამ მამისა მისისათა და დაყუეს იგი ფილისტიმელთა მათ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა და დასდვა მათ სახელები, რაჲცა-იგი დაედვა აბრაჰამს, მამასა მისსა.
დაბადებისა თავი 26
17. და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშენა მუნ.
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

ხედავ, საყვარელო, გერარის მეფისა და იქაურ მცხოვრებთა ზნეობრივ უღირსებას? შეხედე მართლის დიდ სიმშვიდესაც, თუ როგორ არ გაამპარტავნდა; და მიუხედავად იმისა, რომ თავად ხედავდა საქმით ღვთის დიდ წყალობას მის მიმართ, არ აღუდგა მეფეს მასთან მოლაშქრე (ზეციური) ძალის იმედით, არამედ როგორც უმწეო ადამიანი, რომელიც საიდანაც არავითარ შეწევნას იღებს, დიდი სიმშვიდით, მეფეს სიტყვითაც კი რომ არ გაეწინააღმდეგა, შეასრულა მისი ბრძანება, მყისვე გამოვიდა იქიდან და თავისი წასვლით ვნების ალი ჩაუქრო, რითაც თავისი განსაკუთრებული სიმშვიდეც აჩვენა და ამასთან (მეფის) გაღიზიანებაც დაამშვიდა. „და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა" (). და რაც ქრისტემ, (ქვეყნად) მოსულმა, თავის მოწაფეებს მცნებად დაუდო სიტყვებით: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად" (), სწორედ ამას ისაკი საქმით უკვე ასრულებდა. და როგორც დავითი საულის ძლიერ სიძულვილს ამშვიდებდა — განშორდებოდა და საშინელებას თავს არიდებდა, ამით მის ძლიერ გაღიზიანებას ალბობდა, — ზუსტად ასევე...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1996 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს:

...ოება (სახიერება) მიაჩნია. ეკლესიის ძველი მამების განმარტებით სიტკბოება იმგვარი სათნოებაა, რომლის მფლობელისთვისაც მეზობლის სიკეთე ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი. ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი ამ სიტყვას ძველი აღთქმის პატრიარქის ისააკის დასახასიათებლად იყენებს, რომელიც უდაბნოში ჭებს თხრიდა და სხვებს აძლევდა (), რათა მეზობლებთან ომი არ მოსვლოდა. ამ შემთხვევაში არა თუ შური არ არსებობს, არამედ სხვების მიმართ იმგვარი კეთილგანწყობილებაა გამომჟღავნებული, როცა მეორე ადამიანის სიხარული საკუთარ სიხარულად აღიქმება.

შემდეგი საფეხური სიმდაბლეა. ძველად ბრძენი ადამიანები ამბობდნენ, რომ ქრისტიანობის საფუძველი სიმდაბლეა. ქედმაღლობის საპირისპიროდ ბრძენთა სიმდაბლე იმის შეგნებას გულისხმობს, რომ ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - ქმნილება. როგორ გვაკლია ჩვენ სიმდაბლე და როგორ გვჭირდება იგი! წმიდა მამები სიმდაბლის გზაზე მიგვითითებენ: „იღვაწე იმისთვის, რომ შენი გულის ზრახვანი დაამდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს, რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო. თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელია (ბარსონოფი და იოვანე, 1885 წ. 3.207).

ადამიანის სულიერი თუ მორალური დაცემის მიზეზს ამპარტავნება წარმოადგენს. იგივე წმიდა მამები გვასწავლიან, რომ დიდი აზრი,...

სრულად ნახვა