მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 26:25

24. და ეჩუენა მას უფალი ღამესა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა აბრაჰამისი. ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა.25. და აღაშენა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელი უფლისა და აღმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარონისასა.26. და აბიმელექ მოვიდა გერარონით და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი ძლიერებისა მისისაჲ.
დაბადებისა თავი 26
25. და აღაშენა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელი უფლისა და აღმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარონისასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის გამოცხადება და აბიმელექის მოსვლა (26:23-29):

...ჩილებისთვის; ამიტომ მისი გამო გავამრავლებ შენს შთამომავლობას. ამრიგად, ღმერთმა მართალი გაამხნევა და მამის ხსენებით მისი სათნოების მიბაძვისკენ შთააგონა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა ასეთი სიკეთეები აღუთქვა, „აღაშენა მუნ", — ნათქვამია, — (ისაკმა) „საკურთხეველი და ხადა სახელი უფლისა და აღმართა მუნ კარავი თჳსი" (). რას ნიშნავს: „აღაშენა მუნ საკურთხეველი"? ნიშნავს: იქ მადლობის მსხვერპლი შეწირა უფლისთვის მის მიმართ გამოჩენილი ასეთი დიდი მზრუნველობისთვის. „თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული". ახლა უკვე მართალი უსაფრთხოდ არის. მან, ვინც უთხრა: „მე შენ თანა ვარ, და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი", მყისვე დიდებაც მიანიჭა და ყველასთვის პატივსაცემი გახადა. აჰა, შეხედე, როგორ თავად ის აბიმელექი, რომელმაც განდევნა და ეუბნებოდა: „განვედ ჩუენგან", — ახლა თავად მოდის მასთან. „და აბიმელექ მოვიდა", — ნათქვამია, — ... „და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი ძლიერებისა მისისაჲ. და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსათჳს მოხუედით ჩემდა, რამეთუ თქუენ მომიძულეთ მე? და გამომავლინეთ თქუენგან" (დაბ 26:26–27). შეხედე, რა დიდია მართლის სიმშვიდე! ხედავს, რომ მისი მდევნელნი და ასეთი სიძულვილის გამომჩენნი ახლა მომხვეწრის სახით ეცხადებია...

სრულად ნახვა