...აკის სული მამის სათნოების შეხსენებით? „და დაეშენა", — ამბობს წერილი, — „ისაკ გერარეთს". მაგრამ შეხედე, როგორ განიცდის ისიც თითქმის იმავე საფრთხეებს, რომლებსაც მისი მამა განიცდიდა. გერარეთს რომ დასახლდა, „ჰკითხეს", — ამბობს წერილი, — „კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს" (). ეშინოდა, მცხოვრებთ არ მოეკლათ, მისი ცოლის სილამაზით განცვიფრებულთ: „ნუუკუე-მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა. და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა. მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს. რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს?" (დაბ 26:7–9). როცა ამ ნიშნებით ჭეშმარიტება გამოაშკარავდა, მართალი უკვე აღარ უარყოფს, არამედ აღიარებს და წარმოთქვამს მიზეზს, რის გამოც რებეკას დის სახელით მოიხსენიებდა. „თქუა", — ამბობს წერილი, — „ნუუკუემცა მოვჰკუედ მაგის ძლით". სიკვდილის შიშმა მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. შესაძლოა, მან ისიც იცოდა, რომ მამამისმა ამ ხერხით გადაირჩინა თავი, — და ამიტომ თავადაც იმავე საშუალებას მიმართა. მეფეს კი ჯერ კიდევ ცოცხლად ახსოვდა ის, რაც მამამთავარსთან (აბ...
დაბადებისა 26:7
6. და დაეშენა ისაკ გერარეთს.7. ჰკითხეს კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. რამეთუ შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე-მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა.8. და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა.
დაბადებისა თავი 26