...თხევებით ამკობდა. ხოლო ესავიც არა მანამდე ბრუნდება ნადირობიდან, სანამ ყველაფერი არ დამთავრდა, და ამგვარად ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ეს საქმე ღვთის განზრახვით ხდებოდა. „ჰრქუა, — ამბობს წერილი, — ისაკ: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა“ (). ჯერ კიდევ შიშით იდგა იაკობი და მისი შიში იზრდებოდა; და ეს ყველაფერი იმიტომ იყო, რათა ამით შეგვეცნო, თუ როგორ არ გამოავლენს კაცთმოყვარე უფალი თავის განგებას უპირობოდ, არამედ მაშინ, როცა ჩვენი მხრიდანაც დიდ მოშურნეობას ხედავს. ყურადღების გარეშე ნუ დატოვებ, საყვარელო, (იაკობის) ამ შფოთსა და დააკვირდი, რომ ყოველი მხრიდან საფრთხე იყო მისთვის: ეშინოდა და კანკალებდა, კურთხევის გამო რომ წყევის ქვეშ არ მოქცეულიყო. „ჰრქუა, — ნათქვამია შემდეგ, — ისაკ: მომეახლე მე და ჴელი შეგახო. უკეთუ შენ ხარ შჳლი ჩემი ესავ, ანუ არა“ (). ხმის მიხედვით (იაკობისა) მართალი გარკვეულწილად ეჭვობდა; მაგრამ, რადგან (ღვთის) განგებულებას აღსრულება ეკუთვნოდა, მან არ მისცა მას საშუალება, მოტყუება გაეგო. **„და მიეახლა, — ნათქვამია, — იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და მან ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე - ჴმაჲ იაკობისი, ხოლო...
დაბადებისა 27:2
1. და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე.2. ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა.3. აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი.
დაბადებისა თავი 27