...ლს განჭვრეტდა რა და სათნოებრივი ზნეობის მიხედვით თავის რჩეულთ აღნიშნავდა და გამოავლენდა. „და თქუა“ (იაკობმა): „მე ვარ.“ მას შემდეგ, რაც (ისაკმა) ჰკითხა: „შენ ხარ ძე ჩემი ესავ?“ და (იაკობმა) უპასუხა: მე ვარ, თქვა (ისაკმა): „მომართუ მე ნადირებულისა შენისა და ვჭამო, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან“ (). ძლივს ახლა განთავისუფლდა იაკობი შფოთისგან და მიართვა მამას საჭმელი, აგრეთვე ღვინო მიართვა, და (მამამ) სვა და უთხრა: „მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შჳლო. და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ აკურთხა იგი და თქუა“ (დაბ 27:26–27). ყურადღება მიაქციე საღვთო წერილის სიფრთხილეს. როცა ისაკმა ჰკითხა: „შენ ხარ ძე ჩემი ესავ?“, და მან მიუგო: „მე ვარ“, და მამამ ხელი შეახო, და ჯერ კიდევ ყოყმანობდა, გარკვეულ უნდობლობასა და ეჭვში შევიდა რა მისი ხმის გამო, და კვლავ ჰკითხა: „შენ ხარ ძე ჩემი ესავ?“, და მან მიუგო: „მე ვარ“, და მიართვა (საჭმელი), და ჭამა — მაშინ უკვე, ნათქვამია, „ამბორს-უყო და აკურთხა.“ რათა ვინმეს არ ეგონა, თითქოს ისაკი კურთხევას ესავის პიროვნებას მიაკუთვნებდა და არა იმას, ვისაც ამბორს უყო, ამიტომ საღვთო წერილმა ახსენა, რომ მან ამბორიც უყო და აკურთხა ისიც, ვისაც თავად ამბორს...
დაბადებისა 27:25
24. და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი ესავ? და თქუა: მე ვარ.25. და ჰრქუა ისაკ: მომართუ მე ნადირებულისა შენისა და ვჭამო, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა და ღჳნოჲ სუა.26. და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შჳლო.
დაბადებისა თავი 27