მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 27:29

28. მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ.29. და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი, და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ.30. და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით.
დაბადებისა თავი 27
29. და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი, და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ისაკის კურთხევა იაკობისადმი (27:20–30):

...* — საჭმლის მომტანს, იმას, ვისაც ამბორი უყავი. „და გმონებდენ შენ თესლები.“ ყურადღება მიაქციე, როგორ ითხოვა მისთვის ჯერ აუცილებელი საჭიროების სიუხვე, შემდეგ კი თესლებზე ბატონობაც, რითიც წინასწარმეტყველებდა როგორც მის მომავალ კეთილდღეობას, ისე შთამომავლობის გამრავლებას. „და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი“ (). არა მხოლოდ თესლების დამორჩილებას ითხოვს მისთვის, არამედ მთავრებისაც. „და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა.“ შეხედე, როგორ ემსახურება მართალი, თავად არ იცის რა ამისა, ღვთის განზრახვას. და ეს ყველაფერი იმიტომ მოეწყო ასე, რათა თავისი სათნოებით ღირსმა ძემ მიეღო კურთხევა. „და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი.“ ძეებს წერილი ჩვეულებრივ მთელ შთამომავლობას უწოდებს; ასეც აქ სიტყვები: „ძენი მამისა შენისანი“ იმას ნიშნავს, თითქოს ეთქვა: ესავის თესლისგან წარმოშობილნი, რადგან ისაკს ამ ორის გარდა სხვა შვილები არ ჰყავდა. „მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ.“ აი კურთხევის გვირგვინი, აი მთავარი ყველა სიკეთეთა შორის — კურთხეულობა! ხედავ ღვთის კაცთმოყვარეობას? ის, ვისაც ეშინოდა, რომ კურთხევის ნაცვლად წყევა არ დაეტეხა თავს, არათუ მამისგან კურთხევათა ასეთ სიუხვეს მოიპოვებს, არამედ მის მწყევარებსაც...

სრულად ნახვა