...ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან“** (). შეხედე, როგორ მოიცვა კვლავ მართალი შფოთმა და როგორ აღელდა სულით. (ესავის) სიტყვების მოსმენით თქვა: „ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ“ (). ყურადღება მიაქციე, როგორ არ დაკმაყოფილდა ის, თავის (საქმეზე) ბევრს ფიქრობდა რა, პასუხით: „მე ვარ ესავ“; არამედ კიდევ დაუმატა: „პირმშო.“ „განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ“ (დაბ 27:32–33). აი, როგორ ჰყვება მას მომხდარს მართალი, გაძნელებულ მდგომარეობაში მყოფი, მძიმე ჭრილობას აყენებს სიტყვების დამატებით: „ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ.“ ეს კი მართალმა იმიტომ გააკეთა, რომ მისი ბაგეებით ღვთის სიბრძნე ხელმძღვანელობდა, რათა ესავს, ყველაფერი ზუსტად რომ შეეტყო, თავადვე ენახა, რომ მისთვის ვეღარანაირი სარგებელი აღარ იქნებოდა არც პირმშოობისგან, არც ამჟამინდელი ნადირობისგან. ეს რომ მოისმინა, ამბობს წერილი, „ღაღად-ყო ესავ მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად“ (
დაბადებისა 27:32
31. და უქმნა საჭმელი და შეართუა მამასა თჳსსა და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.32. და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ.33. განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ.
დაბადებისა თავი 27