მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 27:34

33. განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ.34. და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე ესავს ისაკისგან, მამისა თჳსისა, ღაღად-ყო მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო.35. ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკჳთ და მიიღო კურთხევაჲ შენი.
დაბადებისა თავი 27
34. და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე ესავს ისაკისგან, მამისა თჳსისა, ღაღად-ყო მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ესავის მწარე ტირილი და მამის პასუხი (27:31–40):

...ეს კი მართალმა იმიტომ გააკეთა, რომ მისი ბაგეებით ღვთის სიბრძნე ხელმძღვანელობდა, რათა ესავს, ყველაფერი ზუსტად რომ შეეტყო, თავადვე ენახა, რომ მისთვის ვეღარანაირი სარგებელი აღარ იქნებოდა არც პირმშოობისგან, არც ამჟამინდელი ნადირობისგან. ეს რომ მოისმინა, ამბობს წერილი, „ღაღად-ყო ესავ მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად“ (). რას ნიშნავს: „ჴმითა დიდითა ფრიად“ და „მწარედ?“ ამ სიტყვებით წერილი მწუხარებასა და უკიდურეს რისხვას აღნიშნავს, რომლითაც (ესავი) აღივსო, მომხდარი რომ შეიტყო. „და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო. ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკჳთ და მიიღო კურთხევაჲ შენი“ (დაბ 27:34–35). შენმა ძმამ, ამბობს მამა, შენ რომ გაგასწრო, დიდძალი კურთხევა წარიტაცა. მაგრამ, რომ იცოდე, რომ ზეციური მადლი შეეწეოდა მართლის შეცდომას, აი შეხედე, როგორ თავადვე აღიარებს ამას და ამბობს: „მოვიდა ძმაჲ შენი ზაკჳთ“; იგი თითქოს თავს იმართლებს ძის წინაშე და უხსნის, რომ მე უმეცრებით გადმოვღვარე კურთხევები იმაზე და მზად ვიყავი შენთვის მიმეცა; მაგრამ ის მოტყუებით მოვიდა და შენი კურთხევა წაიღო; ის მიიღო, რაც შენთვის იყო მომზადებული; ჩემი ბრალით არ მომხდარა ეს. **„და თქუა, — ნათქვამია, — ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორ...

სრულად ნახვა