მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 27:38

37. მიუგო ისაკ და ჰრქუა ესავს: ვინათგან უფალ-ვყო იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყუენ მისა მრწემ, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო?38. ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა. და ვითარცა შეწუხნა ისაკ, ღაღად-ყო ესავ ჴმითა დიდითა და ტიროდა ფრიად.39. მიუგო ისაკ და ჰრქუა: აჰა ესერა, სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო.
დაბადებისა თავი 27
38. ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა. და ვითარცა შეწუხნა ისაკ, ღაღად-ყო ესავ ჴმითა დიდითა და ტიროდა ფრიად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ესავის მწარე ტირილი და მამის პასუხი (27:31–40):

...ანვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო“** ()? აღარაფერი დარჩა. თუ შენს ბატონად დავადგინე იგი, ყველა ძმა — მისი მონა გავხადე და ყველა საჭიროში სიუხვე ვუსურვე, მაშინ კიდევ რა დარჩა? „ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა“ (). მას შემდეგ, რაც მამამ თქვა: „ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ“, და მთელი კურთხევა (იაკობისთვის მიცემული) განუმარტა, ესავი ამბობს: მაკურთხე მეც, მამაო. ნუთუ მხოლოდ ერთი კურთხევა გაქვს? ნუთუ ვერ ღირსყოფ შენი კურთხევით მეც — შენთვის ასე საყვარელ პირმშოს, რომელიც ნადირობაზე გაგზავნე? ამ სიტყვებით აღელვა მამა; „და ვითარცა შეწუხნა ისაკ, — ნათქვამია, — ღაღად-ყო ესავ ჴმითა დიდითა და ტიროდა ფრიად.“ მან დაინახა, რომ მამა გაკვირვებულია და არ შეუძლია, არც უნდა შეცვალოს უკვე გაკეთებული; და აი ყვირილს ტირილსაც შეურთავს, რათა მამა მეტ თანალმობაში მოიყვანოს. მაშინ ისაკმა, შეიბრალა რა იგი, „ჰრქუა: აჰა ესერა, სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო. და მახჳლითა შენითა სცხოვნდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნენ უღელი მისი ქედისაგან შენისა“ (დაბ 27:39–40). რადგან შენ თავად სუ...

სრულად ნახვა