მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 29:14

13. და ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დისწულისა თჳსისა, სრბით გამოვიდა შემთხუევად მისა და ვითარცა იხილა იგი, მოეხჳა მას და ამბორს-უყო. და შეიყვანა სახიდ თჳსა და უთხრა ლაბან ყოველთა სიტყუანი ესე.14. ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ. და იყო მის თანა თთვეთა და დღეთა მრავალთა.15. და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ. აჰა მმონო მე მედად. მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი?
დაბადებისა თავი 29
14. ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ. და იყო მის თანა თთვეთა და დღეთა მრავალთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის მსახურება რაქელისთვის და სიყვარულის ძალა (29:14–20):

...ოგორც კი ასულისგან ამის შესახებ შეიტყო, მყისვე თავად გაიქცა იაკობის შესახვედრად და, სიყვარულით მიესალმა რა, თავის სახლში შეიყვანა.

2. იაკობის მსახურება რაქელისთვის და სიყვარულის ძალა (29:14–20)

ლაბანმა, იაკობისგან ყველაფერი საგულდაგულოდ რომ შეიტყო, უთხრა: „ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ" (); როგორც ჩემი დის შვილი, შენ სხვა არაფერი ხარ, თუ არა ჩვენი ხორცი, ჩვენი ძმა ხარო. „და იყო მის თანა თთვეთა და დღეთა მრავალთა". თავის სახლში მყოფივით ცხოვრობდა მართალი, უსაფრთხოდ და ყოველგვარი მზრუნველობის გარეშე. ამასობაში ღმერთმა, რომელიც ყოველივეს მართლის სასარგებლოდ წყობდა და ყოველივეში თავის შეწევნას აძლევდა, ლაბანის გულშიც კეთილი განწყობა აღძრა, რომელმაც, იაკობის სიმშვიდე რომ იხილა, უთხრა: „რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ. აჰა მმონო მე მედად. მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი?" (). შენიშნე, რომ იაკობი თავად არაფერს ეძებდა; ლაბანმა, მხოლოდ თავისი ნებით, შესთავაზა ეს მართალს. ხედავ, როგორ ეწყობა ყოველივე იმას, ვისაც ზეციური მარჯვენა ეხმარება? „აჰა მმონო მე მედად, — ეუბნება, — მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი?" თუმცა ეს ნეტარი კმაყოფილი იყო მხოლოდ ყოველდღიური საზრდოთი და ა...

სრულად ნახვა