მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 29:20

19. მიუგო და ჰრქუა ლაბან: უმჯობეს არს ჩუენდა მიცემად იგი შენ, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა, იყოფოდე ჩემ თანა.20. და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს. და ვითარცა წარჰჴდეს შჳდნი წელნი,21. ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი.
დაბადებისა თავი 29
20. და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს. და ვითარცა წარჰჴდეს შჳდნი წელნი,
საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის რწმენით სავსე მოგზაურობა (28:13–29:20)

გუშინ მართლის მოგზაურობის დასაწყისმა საკმაოდ გვაჩვენა ჩვენ, რა დიდი იყო მისი სიბრძნისმოყვარეობა, რომლისთვისაც ღვთისგან ესოდენ დიდი აღთქმის ღირსი შეიქნა. შემდგომ, მან, გამხნევებულმა, ყოველთა ღმერთისადმი აღვლენილი თხოვნითა და ლოცვით არცთუ მცირე სწავლება მოგვცა ჩვენ ყველას, ოღონდ მოვინდომოთ მართლის სათნოებისადმი მიბაძვისკენ წამოწყებას. და მართლაც, საკვირველია, რომ იგი, აღმთქმელის ყოვლისშემძლეობის მცოდნე და მისგან ესოდენ დიდი აღთქმების მსმენელი, ამის მიუხედავად დიდსა და საკვირველს კი არ ითხოვდა, არამედ, როგორც გუშინ გსმენოდათ, მხოლოდ იმას ითხოვდა, რაც ყოველდღიური საზრდოსთვის საკმარისი იქნებოდა, რაც სხეულის დასაფარავად გამოადგებოდა, და ამასთან აღთქმაც კი დადო, რომ ღმერთს მეათედს მიუძღვნიდა ყოვლისაგან, რასაც მისგან მიიღებდა, თუ ღმერთი, როგორც აღუთქვა, მიანიჭებდა მას თავის მიწაზე დაბრუნებას! ყოველივეში გამოავლინა თავისი ღვთისმოსაობა, აღიარა ღმერთი ყოველი კეთილის მომნიჭებლად და გვასწავლა, რომ მხოლოდ მას ვუძღვნიდეთ ყოვლისათვის მადლობას. მართალი, გამოუთქმელი ღვთის კაცთმოყვარეობის უხვებას...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის