...ა. შემდეგ, ცოლისთვის სახელის დარქმევის შესახებ რომ გვაუწყა, კვლავ ღვთის სახიერებას გვიჩვენებს, რომ ის თავის მიერ შექმნილთ ყურადღების გარეშე არ ტოვებს, თუმცა ისინი ასეთ სირცხვილსა და შიშველობაში იმყოფებოდნენ. „და უქმნა, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ" (). როგორც გულმოწყალე მამა, რომელსაც კეთილშობილი შვილი ჰყავს, ყოველი მზრუნველობით აღზრდილი, სრული ფუფუნებით მცხოვრები, მშვენიერ სახლში, აბრეშუმის სამოსელით შემოსილი, თავისუფლად მოსარგებლე მამის ქონებითა და სიმდიდრით, — შემდეგ ხედავს, რომ ასეთ ბედნიერ ცხოვრებას უკუღმართობის უფსკრულამდე მიუყვანია, მთელ ამ სიკეთეს ართმევს, თავის ხელისუფლებას უქვემდებარებს, მდიდრულ სამოსელს ხდის და უბრალო, ხშირად მონურ ტანსაცმელსაც კი ჩააცმევს, რათა სრულ სიშიშველეში და სირცხვილში არ დატოვოს, — ასევე კაცთმოყვარე ღმერთმა, როცა (ადამი და ევა) უღირსნი გახდნენ იმ დიდებული და ბრწყინვალე შესამოსელისა, რომელიც მათ ფარავდა და ხორციელ საჭიროებათაგან ათავისუფლებდა, წაართვა მათ ეს მთელი დიდება და ბედნიერება, რომლითაც მძიმე დაცემამდე სარგებლობდნენ; მაგრამ ამასთან მათ მიმართ დიდ მოწყალებას იჩენდა, დაცემულთა მიმართ თანაგრძნობდა და, ხედავდა რა, რომ დიდი სირცხვილით ა...
დაბადებისა 3:21
20. და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა: ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა.21. და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ.22. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.
დაბადებისა თავი 3