...ოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ"**, მაშინ ჩვენი ცხონების ბოროტი მტერი თავის შთაგონებას სთავაზობს, საუფლოს (სიტყვის) საწინააღმდეგოს. მაშინ, როცა კაცთმოყვარე ღმერთმა, დიდი მზრუნველობით, ჭამა აკრძალა იმისთვის, რომ ურჩობით მოკვდავნი არ გამხდარიყვნენ, ეს კი ეუბნება დედაკაცს: „არა სიკუდილით მოჰკუდეთ" (). რა გამართლების ღირსია დედაკაცი იმაში, რომ ასე ნებით უსმენდა იმას, ვინც ასე თავხედურად ლაპარაკობდა? ღმერთმა თქვა: „არცა შეეხნეთ, რათა არა მოჰკუდეთ", ხოლო ეს ამბობს: „არა სიკუდილით მოჰკუდეთ". შემდეგ, ღვთის სიტყვებისთვის წინააღმდეგობით დაუკმაყოფილებელი, შემოქმედსაც შურიანად წარმოაჩენს, რათა ამგვარად ცთუნება მოახერხოს და, დედაკაცის შეცდენით, თავის მიზანს მიაღწიოს. „არა სიკუდილით," — ამბობს, — „მოჰკუდეთ. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა" (). აჰა, მთელი სატყუარა! დამღუპველი შხამით სავსე თასი (ეშმაკმა) დედაკაცს მიაწოდა, ხოლო მან, მომაკვდინებელ მოქმედებას ყურადღება არ მიაქცია (თუ ინებებდა, თავიდანვე შეძლებდა ამის გარჩევას), მაგრამ მისგან მოისმინა, რომ თითქოს ღმე...
დაბადებისა 3:4
3. ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა სჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ.4. და ჰრქუა გუელმან დედაკაცსა: არა სიკუდილით მოჰკუდეთ.5. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა.
დაბადებისა თავი 3