...რამედ თავად ლაბანიც: „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა" (). შვილების სიტყვებმა ლაბანის სულს შფოთი შეჰმატა და აივიწყებინა ის, რაც ადრე იაკობს საუბრისას უთხრა: „მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა" (). ადამიანი, რომელიც უფალს მადლობდა იმისთვის, რომ მართლის მოსვლით მისი სიმდიდრე გაამრავლა, ახლა, შვილების ზეგავლენით აზრები შეიცვალა რა, შურით აინთო და, მართალს დიდ სიუხვეში ხედავდა რა, აღარ სურდა, როგორც ადრე, მასთან მოპყრობა. „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა". ხედავ, რა დიდია მართლის სიმშვიდე და რა დიდი უმადურობაა მათგან; როგორ, შურის დაშრეტისის მცდელობის ნაცვლად, მამის სულიც აღაშფოთეს? შეხედე შემდეგ, რა გამოუთქმელია ღვთის მზრუნველობა, რა მოწყალებას იჩენს, როცა ხედავს, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ. ღმერთი, მათი სიძულვილი მართლის მიმართ რომ იხილა, იაკობს ეუბნება: „მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა" (). საკმარისად, ამბობს, იცხოვრე უცხოეთში; ახლა მ...
დაბადებისა 30:27
26. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ.27. ჰრქუა მას ლაბან: უკეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, ვისმინო, თუ მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა.28. და თქუა: განიჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მე მიგცე შენ.
დაბადებისა თავი 30