...ამსახურს ვიხდიდი, და ღვთის შეწევნაც აშკარად გამოგიჩნდა, ახლა სამართლიანობის თანახმად საკუთარი სახლიც უნდა მოვაწყო. რას ნიშნავს: „ვიშენო თავისა ჩემისა სახლი"? ნიშნავს — თავისუფლად ვიცხოვრო და საკუთარ საქმეებს მოვუაროო. ეს რომ მოისმინა, ლაბანმა უთხრა: „რაჲ მიგცე შენ?"; ანუ: მითხარ, რა გინდა ჩემგან მიიღო? (). მეც ვაღიარებ ამას და არ ვუარყოფ; ვიცი, რამდენი მომეცა ღვთისგან და, რომ შენი მოსვლით მაკურთხა ღმერთმა. „ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე" (). არაფერი, ამბობს, მინდა შენგან გასამრჯელოს სახით მივიღო; მხოლოდ ის მომეცი, რასაც გეტყვი, და კვლავ შენს ცხვრებს ვუმწყემსებ. სწორედ ეს მინდა. შეხედე, რა წინადადებას უკეთებს მართალი ლაბანს, ღვთის შეწევნის იმედით: **„წარმოავლინე, — ამბობს, — ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა. და შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი შენ თანა: ყოველი, რომელი არა იყოს სხურებულ და მოთეთრე თხათა შორის და სპეტაკ და ფეროჲ კრავთა შორის, წოდე...
დაბადებისა 30:31
30. და აღგაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან ფერჴსა ჩემსა, აწ უკუე ოდეს-ღა ვიშენო თავისა ჩემისა სახლი.31. ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე.32. წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა.
დაბადებისა თავი 30