მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 30:36

35. და განარჩია მას დღესა შინა ვაცები სხურებული და სპეტაკი და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველი-ვე, რომელი იყო თეთრ მათ შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა ძეთა თჳსთათა და სამწყოსოჲ თჳს-თჳსად.36. განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა. და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა.37. ხოლო იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისა და ნიგუზისაჲ და ძელქჳსაჲ ნედლი და გამოქურთნა იგი იაკობ, ნაქრთუენად თეთრად, გარე შემძრველმან სიმწვანისამან, ხოლო დააჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელ გამოქურთნა ჭრელად.
დაბადებისა თავი 30
36. განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა. და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის განგება ფარის გამრავლებაში (30:34–31:9):

...ლი იყო თეთრ მათ შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა ძეთა თჳსთათა. განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა"** (დაბ 30:35–36). ანუ ფარა იაკობის წინადადების მიხედვით რომ გაყო, ერთი ნაწილი თავის ძეებს ჩააბარა. „და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა" (). რომლებს? სწორედ იმათ, რომლებსაც ბეწვის ფერში არანაირი ჭრელობა არ ჰქონდათ... და ეს ყველაფერი იმისთვის ხდებოდა, რომ მართალს საკუთარი გამოცდილებით შეეცნო ღვთის მზრუნველობის სიდიადე მის მიმართ, ლაბანსაც ეხილა, რა შეწევნით სარგებლობდა იაკობი ზეციდან. „ხოლო იაკობ, — ნათქვამია, — მოიღო კუერთხი ბრაწისა და ნიგუზისაჲ და ძელქჳსაჲ ნედლი და გამოქურთნა იგი იაკობ, ნაქრთუენად თეთრად, გარე შემძრველმან სიმწვანისამან, ხოლო დააჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელ გამოქურთნა ჭრელად. და დაუსხა კუერთხები იგი წინა ისარნებსა მას წყლისსასუმელსა, რათა, რაჟამს მოვიდეს ცხოვარი სუმად წყლისა წინაშე კუერთხთა მოსლვასა მათსა სუმად. მიხედოდიან ცხოვართა მათ და ისახოდიან კუერთხებსა მას და შობდეს სპეტაკსა და ჭრელსა და ნაცრისფერად სხურებულსა" (დაბ 30:37–39). მართალი ასე იქცევა არა საკუთარი განზრახვითით, არამედ ზეციური მადლი ასე შთააგონებდა მის გონებას, რადგან მო...

სრულად ნახვა