მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 30:43

42. და რაჟამს შობედ, არა დაასხის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისაჲ, ხოლო ნიშნოანი იგი იაკობისა.43. და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად და იყო მისი საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები.
დაბადებისა თავი 30
43. და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად და იყო მისი საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის განგება ფარის გამრავლებაში (30:34–31:9):

...შნოანი იგი იაკობისა. და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად"** (დაბ 30:41–43). რას ნიშნავს ამ უკანასკნელი სიტყვის განმეორება? გამოხატავს დიდ სიუხვეს — იმას, რომ იაკობი არა მხოლოდ საგრძნობლად, არამედ უაღრესად გამდიდრდა. „და იყო მისი, — ნათქვამია, — საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები" (). მაგრამ შეხედე, როგორ აღძრა ამან კვლავ შური მართლის მიმართ. „და ესმა იაკობს სიტყუაჲ ძეთა ლაბანისთა, ვითარ-იგი ეტყოდეს: მიგვიღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისა და მამისა ჩუენისათა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ" (). შენიშნე, როგორ მიიყვანს შური უმადურობამდე — არა მხოლოდ ისინი, არამედ თავად ლაბანიც: „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა" (). შვილების სიტყვებმა ლაბანის სულს შფოთი შეჰმატა და აივიწყებინა ის, რაც ადრე იაკობს საუბრისას უთხრა: „მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა" (). ადამიანი, რომელიც უფალს მადლობდა იმისთვის, რომ მართლის მოსვლით მისი სიმდიდრე გაამრავლა, ახლა, შვილების ზეგავლენით აზრები შეიცვალა რა, შურით აინთო და, მართალ...

სრულად ნახვა