შეხედე, როგორ აუწყებს მათ მამის უმადურობასაც და საკუთარ გულმოდგინებასაც, რომელიც მისი მსახურებისას გამოავლინა: თქვენ იცით, ამბობს, რომ მთელი ძალით ვემსახურებოდი თქვენს მამას. ამავდროულად, ღვთის მზრუნველობასაც ასახავს მათ წინაშე და აჩვენებს, რომ ყველაფერი ზეციურმა შეწევნამ აკეთა და ლაბანის სიმდიდრე მას გადასცა. „მოუღო ღმერთმან, — ეუბნება, — ყოველივე იგი საცხოვარი მამისა თქუენისა და მომცა მე. და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა, ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრისფერად სხურებული. და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ" (დაბ 31:10–12).
ხედავ, რომ ზენა ძალა ყველაფერ ამას აკეთებდა, მართალს შრომის სანაცვლოდ აჯილდოებდა? რადგან ის უმადური იყო მის მიმართ, უხვმოწყალე უფალი უხვად აჯილდოებს მართალს: „რამეთუ მე ვიხილე, —...