მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 31:19

18. და წარიღო ყოველივე მონაგები მისი და ყოველი ჭურჭელი მისი, რომელ მოიგო შუამდინარეს და ყოველივე, რაჲცა იყო მისი. და წარმემართა მისლვად ისაკისასა, მამისა თჳსისა, ქუეყანად ქანანისა.19. ხოლო ლაბან მივიდოდა რისვად ცხოვართა თჳსთა. და მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი.20. და დაუმალა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა, რამეთუ წარივლტის.
დაბადებისა თავი 31
19. ხოლო ლაბან მივიდოდა რისვად ცხოვართა თჳსთა. და მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის მზრუნველობა ლაბანის დევნისას (31:19–26):

შენიშნე, რა დიდი სულის სიმტკიცე ჰქონდა მართალს და როგორ, ყოველგვარი შიშისა და ეჭვის გარდა, უფლის ბრძანებას ემორჩილებოდა. ლაბანის არაწმიდა სინდისი რომ იხილა, ახლა უკვე არ დაუწყო, როგორც ადრე, მასთან მოლაპარაკება, არამედ მხოლოდ უფლის ბრძანებას ასრულებდა და, ცოლ-შვილი წაიყვანა რა, გზას დაადგა. „ხოლო ლაბან მივიდოდა რისვად ცხოვართა თჳსთა. და მოიპარნა რაქელ კერპნი მამისა თჳსისანი" (). უმიზეზოდ არ არის ესეც აღნიშნული, არამედ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა: ასულები ჯერ კიდევ მამის ჩვეულებას ინარჩუნებდნენ და კერპების მიმართ დიდი პატივისცემა ჰქონდათ. განსაჯე, მართლაც, რა ზრუნვით გააკეთა ეს — მამას არა სხვა რამ წაართვა, არამედ მხოლოდ კერპები, თანაც ფარულად გააკეთა ქმრისგანაც, რადგან ის, რა თქმა უნდა, არ მისცემდა ამის ნებას. „და დაუმალა იაკობ ლაბანს ასურსა და არა უთხრა, რამეთუ წარივლტის. და წარივლტოდა იგი და ყოველივე მისი. და წიაღჴდა მდინარესა და მიმართა მთასა მას გალადისასა" (დაბ 31:20–21). გთხოვ, აქაც შეამჩნიო ღვთის დიდი განგება — კერძოდ ის, რომ ღმერთმა ლაბანს არ აცნობა იაკობის წასვლა, ვიდრე...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის