მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 31:33

32. მიუგო იაკობ და ჰრქუა: რომლისა თანა ჰპოვნე ღმერთნი შენნი, არა ცხონდეს წინაშე ძმათა ჩემთა აწ უკუე იცან ყოველი, რაჲ არს შენი ჩემ თანა, და მიიღე. და ვერარაჲ იცნა მის თანა არცა ერთი რაჲ. არა იცოდა იაკობ, რამეთუ რაქელ, ცოლმან მისმან, წარმოიპარნა იგინი.33. შევიდა ლაბან და აღიხილა სახლი ლიასი და არა პოვა, გამოვიდა სახლისაგან ლიაჲსა და აღიხილა სახლი იაკობისი და არა პოვა, და სახლები ორთავე მჴევალთა და არა პოვა. და შევიდა სახლსა რაქელისსა.34. ხოლო რაქელ მოიხუნა კერპნი იგი და ქუე შესხნა იგინი პალანთა აქლემისათა და დაჯდა მათ ზედა.
დაბადებისა თავი 31
33. შევიდა ლაბან და აღიხილა სახლი ლიასი და არა პოვა, გამოვიდა სახლისაგან ლიაჲსა და აღიხილა სახლი იაკობისი და არა პოვა, და სახლები ორთავე მჴევალთა და არა პოვა. და შევიდა სახლსა რაქელისსა.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და თითოეულის დიდ სათნოებას, როცა ვისმენთ, როგორ განდიდდნენ და ამაღლდნენ ყველანი — მაშინ აღვაგზნებთ ჩვენში ამ სათნოებაში შეჯიბრების სურვილს. მაშ, დღეს ამ მართლის შესახებ დანარჩენი თხრობა გადმოვცეთ და ჩვენი საუბარიც ამით დავამთავროთ. „და იყო, — ნათქვამია, — ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ" (დაბ 30:25–26).

შეხედე, რა კეთილგონიერია ეს მართალი კაცი: ღვთის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის