ბევრი ჭკუა ჰქონდა რაქელს, რომ ლაბანის მოტყუება მოახერხა. ისმინონ ადამიანებმა, ვინც დღემდე ცთომილებას ემსახურება და კერპთაყვანისმცემლობას ეტრფიან: „მოიხუნა კერპნი იგი, — ნათქვამია, — და ქუე შესხნა იგინი პალანთა აქლემისათა და დაჯდა მათ ზედა". რა შეიძლება ამაზე სასაცილო იყოს? ადამიანები, გონებით დაჯილდოებულნი, ღვთის კაცთმოყვარეობით ასეთი დიდი უპირატესობების ღირსქმნილნი, უგრძნობ ქვებს თაყვანს სცემენ და არც ირცხვინებიან, არ დაფიქრდებიან, რა უაზროა ეს, არამედ, უტყვ ცხოველებივით, მხოლოდ ჩვეულებით ხელმძღვანელობენ. ამიტომაც პავლე ასე წერს: „უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით" (). და კარგად თქვა: „უჴმოთა". და თქვენ, ამბობს, ხმიანებს, სმენითა და სიტყვით დაჯილდოებულებს, უტყვ ცხოველებივით იმისკენ მისწრაფდებოდით, რასაც არანაირი გრძნობა არ ჰქონდა. და რა მოწყალება შეიძლება ასეთ ადამიანთა მიმართ! მაგრამ ვნახოთ, რას ამბობს მართალი, გამხნევებული ლაბანის აღიარებით და იმითაც, რომ ლაბანმა ვერანაირი კარგშეხედული საბაბი...
დაბადებისა 31:36
35. და ჰრქუა მამასა თჳსსა: ნუ მძიმე-გიჩნ, უფალო, ვერ ძალ-მიც აღდგომად შენ წინაშე, რამეთუ ჩუეულებათა დედათასა ვარ მე. აღიხილა ლაბან ყოველივე სახლნი და არა პოვა კერპნი იგი.36. განრისხნა იაკობ და ჰლალვიდა ლაბანს. და ჰრქუა: რაჲ არს ბრალი ჩემი და შეცოდებაჲ ჩემი. რამეთუ მდევნი?37. და აღიხილე ყოველი ჭურჭელი სახლისა ჩემისა? რაჲ ჰპოვე ყოვლისაგან ჭურჭლისა სახლსა შენისასა? დადევ აქა წინაშე ყოველთა ძმათა შენთა და ჩემთა და გუამხილონ საშუალ ორთავე.
დაბადებისა თავი 31