მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადებისა 31:39

38. ესე ოცი წელ არს, ვინათგან ვარ მე შენ თანა. ცხოვარნი შენნი და თხანი შენნი არა უშვილო იქმნნეს, ვერძნი ცხოვართა შენთანი არა შევჭამენ.39. ნამჴეცავი არა სადა მოგართვი შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისასა და ნაპარევსა ღამისასა; ვიქმენ ისართა თანა.40. შევიწვებოდე სიცხითა დღისათა და ნეფხვითა ღამისათა და განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა.
დაბადებისა თავი 31
39. ნამჴეცავი არა სადა მოგართვი შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისასა და ნაპარევსა ღამისასა; ვიქმენ ისართა თანა.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და თითოეულის დიდ სათნოებას, როცა ვისმენთ, როგორ განდიდდნენ და ამაღლდნენ ყველანი — მაშინ აღვაგზნებთ ჩვენში ამ სათნოებაში შეჯიბრების სურვილს. მაშ, დღეს ამ მართლის შესახებ დანარჩენი თხრობა გადმოვცეთ და ჩვენი საუბარიც ამით დავამთავროთ. „და იყო, — ნათქვამია, — ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ" (დაბ 30:25–26).

შეხედე, რა კეთილგონიერია ეს მართალი კაცი: ღვთის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის